Робота для біженців з України
ფილიალის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: scapp
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის თანამდებობაზე ქ. ბათუმში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილიალის პერსონალის მართვა; სამუშაოს დაგეგმვა და განაწილება; შესრულებული სამუშაოს შეფასება;
** მენეჯმენტის მიერ ფილიალისათვის განსაზღვრული გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
** ფილიალის შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა; არსებული პრობლემების გამოვლენა, გადაჭრის გზების დასახვა, მენეჯმენტის დროული ინფორმირება; შესაბამისი რეაგირებების განხორციელება;
** საქმიანობის შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება;
** მომხმარებლის მომსახურება, სესხის გაცემისა და მასთან დაკავშირებული ოპერაციების პროგრამული ავტორიზაცია;
** სალაროსა და ჩეკ-ფაილის კონტროლი;
** დოკუმენტაციის დადგენილ პროცედურებთან/წესებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
** ბაზრის მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი; კონკურენტი საფინანსო ინსტიტუტების შესახებ ინფორმაციის ფლობა;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა; ამ მიზნით პრომო-აქციების განხორციელების უზრუნველყოფა;
** კომპანიაში მომხმარებლების მომსახურების შესახებ დადგენილი სტანდარტების შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საკრედიტო / გაყიდვების მიმართულებით საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;

სხვა მოთხოვნები:

** მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების, დროული რეაგირებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@scapp.ge. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ფილიალის მენეჯერი - ბათუმი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე