Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=716453&print=yes&view=jobs
 
ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
მომწოდებელი: შარავანდი
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
შპს "შარავანდი" არის პოლიგრაფიული კომპანია (სტამბა), რომელიც 25 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს პოლიგრაფიული მომსახურების სრულ სპექტრს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწარმოო პროცესების ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ნაბეჭდი პროდუქციის (ეტიკეტის კოლოფების) ხარისხობრივი კონტროლი დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** ფერების შესაბამისობის, ბეჭდვის სიზუსტისა და ვიზუალური პარამეტრების შემოწმება;
** აღმოჩენილი ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება.

ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში გათვალისწინებულია 1200 ლარი (ხელზე ასაღები თანხა). გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდგომ ეტაპობრივი ზრდა 1600 ლარამდე (კვალიფიკაციის და პროფესიული განვითარების შესაბამისად).
სამუშაო გრაფიკი: დღეგამოშვებით, თვეში 15 დღე - 08:30-20:30 (შესვენება 1 საათი).
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი N 108

ბენეფიტები:

** Fitpass (ფიტპასი);
** უფასო კვება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი (ტრენინგი უზრუნველყოფილია ადგილზე);
** უმაღლესი განათლება;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: hr.jobs.vacancyy@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ხარისხის კონტროლის სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია