Робота для біженців з України
გამოცდილი აუდიტორის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გამოცდილი აუდიტორის ასისტენტი
მომწოდებელი: Business Insight Group
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
"Business Insight Group LLC" აცხადებს ვაკანსია აუდიტის დეპარტამენტში.

"Business Insight Group LLC" წარმოადგენს აუდიტორულ კომპანიას, რომლის საქმიანობაც მაქსიმალურად მორგებულია დამკვეთთა მოთხოვნებთან. მათ შორის, კომპანიების საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ფინანსური საქმიანობის ანალიზი და აუდიტი.

კომპანია ეწევა საგადასახადო, ფინანსურ, ბიზნეს-იურიდიულ საკითხებზე კონსულტაციებს და ქონების შეფასებას.

პოზიცია: გამოცდილი აუდიტორის ასისტენტი
სამუსაო ადგილი: ქ. თბილისი, გიორგი ჩიტაიას ქ. 7
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1800 ლარიდან - გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

** აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით აუდიტის ჩატარება;
** სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე მივლინებებში გამგზავრება;
** ფირმის პოლიტიკისა და პროფესიონალური სტანდარტების შესაბამისად მოქმედება;
** ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
** აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება;
** პროფესიული ეთიკის დაცვა;
** კომპანიის რისკების და კონტროლების შესწავლა და ანალიზი;
** აუდიტის ჯგუფის წევრებისა და აუდიტის მენეჯერებისათვის აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება;
** აუდიტის პროექტის ფარგლებში საჭირო აუდიტორული დოკუმენტაციის მომზადება/ანალიზი;
** აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა;
** ფირმის პოლიტიკისა და პროფესიონალური სტანდარტების შესაბამისად მოქმედება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით)
** მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიმართლებით;
** ფინანსური ანგარიშგების სხვადასხვა მუხლზე დამოუკიდებელი მუშაობის და დასკვნის გამოტანის უნარი;
** აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (MS Office);

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 სთ-მდე.

თუ გსურთ, რომ შემოუერთდეთ მეგობრულ და ხალისიან გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: infobigaudit@gmail.com. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითოთ: "ვაკანსია აუდიტში".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე