|
დასახელება:
მარკეტინგული სტრატეგიისა და ბრენდინგის კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
BlueTabla
|
|
გამოქვეყნდა: 23 აპრილი
/ ბოლო ვადა: 23 მაისი
|
"ბლუტაბლა" ქმნის სახლის აქსესუარებს, რომელთა დიზაინიც შთაგონებულია ქართული კულტურით. თითოეული ინარჩუნებს მთავარ იდეას - ქართული სახასიათო დიზაინის შექმნასა და მათ ყოველდღიურობაში დამკვიდრებას.
ვაკანსია: მარკეტინგული სტრატეგიისა და ბრენდინგის კონსულტანტი
სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00 კვირაში 5 დღე
პოზიციის აღწერა:
** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განვითარება;
** ბრენდის პოზიციონირების განსაზღვრა და დახვეწა როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზრებზე;
** ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
** მარკეტინგული ინიციატივების შეფასება და გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება;
** მარკეტინგის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა სტრატეგიის ეფექტური განხორციელების პროცესში.
მოთხოვნები:
** მარკეტინგის ან ბრენდინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
** მარკეტინგული პროცესების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება.
ანაზღაურება და პირობები:
** კონკურენტული ანაზღაურება
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
** შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV და პორტფოლიო ელფოსტაზე: career@bluetabla.ge. გამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ "მარკეტინგული სტრატეგიის კონსულტანტი".
|
|
|
|