|
დასახელება:
ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
BlueTabla
|
|
გამოქვეყნდა: 23 აპრილი
/ ბოლო ვადა: 23 მაისი
|
"ბლუტაბლა" ქმნის სახლის აქსესუარებს, რომელთა დიზაინიც შთაგონებულია ქართული კულტურით. თითოეული პროდუქტი ატარებს ერთ მთავარ იდეას — ქართული იდენტობის მქონე დიზაინის შექმნას და მის დამკვიდრებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ვაკანსია: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00, კვირაში 5 დღე
პოზიციის აღწერა:
** ონლაინ არხების ეფექტიანი მართვაა და ბრენდის ციფრული ზრდის უზრუნველყოფა როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზრებზე;
** ციფრული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და მართვა (Meta, Google და სხვა პლატფორმები);
** ტრაფიკისა და მომხმარებლის ჩართულობის გაზრდა;
** რეკლამების ოპტიმიზაცია და შედეგების ანალიზი;
** ახალი ციფრული არხებისა და ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** მარკეტინგული მიზნების შესრულების უზრუნველყოფა.
მოთხოვნები:
** ციფრულ მარკეტინგში მუშაობის გამოცდილება (საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ანალიტიკური უნარები და მონაცემებზე დაფუძნებული აზროვნება;
** ციფრული მარკეტინგის პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება.
ანაზღაურება და პირობები:
** კონკურენტული ანაზღაურება
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
** შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV და პორტფოლიო ელფოსტაზე: career@bluetabla.ge. გამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ "ციფრული მარკეტინგის მენეჯერი".
|
|
|
|