Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=716368&print=yes&view=jobs
 
საუზმის მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საუზმის მზარეული
მომწოდებელი: სასტუმრო სოლე პალასი
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
ძველ თბილისში, ცურტაველის #2ში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო "სოლე პალასი" ნახევარ განაკვეთზე აცხადებს ვაკანსიას საუზმის მზარეულის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საუზმისთვის სხვადასხვა ტიპის კერძების მომზადება სასტუმროს სტანდარტებისა და მენიუს შესაბამისად;
** საუზმის სწორი სერვირების უზრუნველყოფა;
** სამზარეულოს სისუფთავესა და ორგანიზებულობაზე ზრუნვა, უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა;
** საკვების ტემპერატურის კონტროლი და მისი სწორ პირობებში შენახვის უზრუნველყოფა;
** სასტუმროს უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო, HACCP-ით დადგენილ სტანდარტების დაცვა.

კვალიფიკაცია:

** მზარეულად მუშაობის გამოცდილება. უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება სასტუმროს სფეროში;
** საუზმის სერვისში მონაწილეობის გამოცდილება და სამზარეულოს ძირითადი სამუშაო პროცესების ცოდნა;
** სამზარეულოს აღჭურვილობისა და საბაზისო კულინარიული ტექნიკის ფლობა;
** უნარი სწრაფად და ეფექტიანად იმუშაოს დატვირთულ გარემოში და ერთდროულად გაუმკლავდეს რამდენიმე დავალებას;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

პირობები:

** კვებით უზრუნველყოფა
** დაზღვევით უზრუნველყოფა
** ანაზღაურება: 800 ₾
** სამუშაო: თვეში 15 დღე (07:00-13:00)

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV (ფოტოსურათით), შემდეგ ელ.მისამართზე: solepalacetbilisi@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საუზმის მზარეული".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია