Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=716304&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Dewool Industries
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
სატრანსპორტო კომპანია "Dewool Industries" LLC აცხადებს  ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის (საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით)  პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული
** სამუშაო საათები: 10:00-18:00 საათი
** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ისნის მეტროსო (ნავთლუღის ქუჩა)
** გამოსაცდელი პერიოდი (1 კვირა არაანაზღაურებადი, 3 თვე ანაზღაურებადი).

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** კომპანიის მობილური ულიმიტო სასაუბრო დროით  უზრუნველყოფას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიების მიზნით სატელეფონო ზარების განხორციელება ადგილობრივ კომპანიებთან;
** შეკვეთის მიღება და კლიენტების ბაზაში გაფორმება;
** შეხვედრების ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში დასწრება;
** შეკვეთის დასრულებამდე კლიენტებთან კომუნიკაცია ინფორმაციის გაცვლის მიზნით;
** გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ და ექსპორტიორ კომპანიებთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება - სავალდებულოა სატელეფონო გაყიდვების გამოცდილება 6 თვე და მეტი. ქოლ ცენტრის ან/და ლოგისტიკურ სფეროში სატელეფონო გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა (Excel, MS Office, Outlook/E-mail);
** CRM და BIA ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული (არასავალდებულო).

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
** მოლაპარაკების წარმოების უნარი; 
** სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი; 
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
** ორგანიზებულობა; 
** პუნქტუალურობა; 
** გაუთვალისწინებელი შემხვევების ეფექტიანი მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე ceo@enica-express.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი.

სატრანსპორტო კომპანია "Dewool Industries " LLC -ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია  "Dewool Industries " LLC  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია