Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=716294&print=yes&view=jobs
 
საკრედიტო მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკრედიტო მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
HashBank არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: საკრედიტო მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი

სამუშაო განრიგი: ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 - 19:00სთ.

ძირითადი ფუნქციები:

** სესხების გაცემის პროცედურული მხარის პერიოდული შემოწმება და კონტროლი;
** სესხების მონიტორინგი, როგორც დისტანციურად, ისე მსესხებელთან ვიზიტების საფუძველზე, სესხის მიზნობრივი გამოყენების შემოწმების, წარმოდგენილი ბიზნეს გეგმების შესრულების, ასევე, საკრედიტო ექსპერტების მხრიდან წინასწარი შესწავლა-ანალიზის და სასესხო განაცხადის ანალიზის სისრულის, ადეკვატურობის და ბანკის შიდა ნორმატიული, დოკუმენტებით დადგენილ ინსტრუქციებთან შესაბამისობის გადამოწმების მიზნით;
** საკრედიტო ექსპერტების მუშაობის პარამეტრული შეფასება, ცალკეული ექსპერტების მუშაობაში ნაკლოვანებების ან საეჭვო გადახდების იდენტიფიცირების მიზნით;

ცოდნა და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების ან მონათესავე მიმართულებით;
** საკრედიტო მონიტორინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტაცია.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** ეფექტური კომუნიკაციისა და უკუკავშირის უნარი.
** ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაცია.
** ლიდერული და განვითარებისკენ მიმართული მიდგომა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 23 მაისი, 2026.

გთხოვთ სათაურში მიუთითოთ: საკრედიტო მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია