Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მოზაიკა პლუსი
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
"მოზაიკა პლუსი"- მზარდი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილებითა და მაღალი პროფესიონალიზმით ოპერირებს უძრავი ქონების ბაზარზე. ჩვენი საქმიანობა ეფუძნება ხარისხზე ორიენტირებულ მიდგომას, სანდოობასა და მომხმარებელზე ზრუნვას.

კომპანიას წარმატებით აქვს განხორციელებული არაერთი საცხოვრებელი და მრავალფუნქციური პროექტი, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურით და მაღალი სამშენებლო სტანდარტით. ჩვენი მიზანია შევქმნათ კომფორტული, უსაფრთხო და ინოვაციური საცხოვრებელი გარემო, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს.

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "Mosaica Plus" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მოსკოვის პროსპექტი;
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე (წინასწარ შეთანხმებული ცვალებადი გრაფიკით), შაბათი: 11:00 საათიდან 16:00 საათამდე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტებთან სატელეფონო და წერილობითი სახით კომუნიკაცია - პროდუქტის შეთავაზება;
** დაინტერესებული მომხმარებლისთვის გასაყიდი ქონების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება და ადგილზე ჩვენება;
** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** რეპორტინგისა და ბაზის წარმოება/მუდმივი განახლება;
** გაყიდვების ორგანიზება და სტიმულირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** უძრავი ქონების გაყიდვებში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველი);
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური - სასაუბრო დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ურთიერთობის სწრაფად და მარტივად დამყარების უნარი (კომუნიკაბელურობა);
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
** გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.

რეზიუმეს გამოგზავნა: developmentvacant@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე