Робота для біженців з України
ბრენდის მენეჯერი / პროექტის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდის მენეჯერი / პროექტის კოორდინატორი
მომწოდებელი: დეკო კონცეპტი
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
"Deco Concept" აცხადებს ვაკანსიას ბრენდის მენეჯერის / პროექტის კოორდინატორის (დიზაინის მიმართულება) პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ

"Deco Concept" - მულტიბრენდული კომპანია, პრემიუმ ხარისხის ევროპული საღებავების იმპორტიორი და ბრიტანული საღებავების ბრენდის Little Green-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტში ჩართული მხარეების (დიზაინერები, არქიტექტორები, პროექტ მენეჯერები, დეველოპერები) ეფექტური კოორდინაცია
** გუნდის ფორმირება, შერჩევა და მათი მუშაობის პროცესის მართვა
** სამუშაო პროცესების კონტროლი და ხარისხის მონიტორინგი
** მარაგებისა და საწყობის მართვა, საჭირო მასალების დროული უზრუნველყოფა
** სოციალური მედიისთვის (Instagram, Facebook, TikTok) კონტენტის დაგეგმვა და კრეატიული იდეების გენერირება
** პრეზენტაციების მომზადება და პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება
პროფესიონალურ წრეებთან (არქიტექტორები, დიზაინერები) გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება

მოთხოვნები:

** დიზაინერებთან, არქიტექტორებთან და დეველოპერებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პროექტების კოორდინაციის ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარები
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა
** სოციალური მედიის და კონტენტის მართვის საბაზისო გამოცდილება

პიროვნული უნარები:

** კრეატიულობა და ესთეტიკური აღქმა
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** გუნდური მუშაობისა და ლიდერობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ელფოსტაზე: decoconceptbatumi@gmail.com

საკონტაქტო ტელ: 577 032 727
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე