|
დასახელება:
აუდიტისა და მონიტორინგის განყოფილების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
აგროჰაბი
|
|
გამოქვეყნდა: 23 აპრილი
/ ბოლო ვადა: 23 მაისი
|
აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - "აგროჰაბი" 2016 წელს გაიხსნა.
პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.
კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას აუდიტისა და მონიტორინგის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** კომპანიის ობიექტების პერიოდული შემოწმება;
** შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე აქტების მომზადება;
** ხარვეზების შესახებ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დროული ინფორმირება და მათი გამოსწორების უზრუნველყოფის კონტროლი;
** კომპანიაში დამტკიცებული რეგულაციების პერიოდული შემოწმება, არსებული ხარვეზებისა და შეუსაბამობების იდენტიფიცირება;
** კომპანიის კუთვნილი ობიექტების მონიტორინგის მიზნით პერიოდული მივლინებების განხორციელება
ძირითადი მოთხოვნები:
** MS Office პროგრამების მომხმარებლის დონეზე ფლობა. (Word Excel)
** დაკვირვებულობა და დეტალებისადმი ყურადღება;
** დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი;
** სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** პრობლემების დროულად გადაჭრის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** არასტანდარტული გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა
** სასურველია: უმაღლესი განათლება.
სამუშაო გრაფიკი: სრული/არასტანდარტული
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტა: hr@agrohub.ge
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "აგროჰაბი" საკონტაქტო ინფორმაცია: 032 244 07 07;
2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "აგროჰაბის" ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე;
8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება.
9. შპს "აგროჰაბი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|