Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=716240&print=yes&view=jobs
 
მიმღები-ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმღები-ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Format Fit
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
კომპანია "FORMAT FIT" აცხადებს ვაკანსიას მიმღები-ადმინისტრატორის პოზიციაზე.

პასუხისმგებლობები:

** სტუმრების მიღება და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
** კლუბის სერვისებისა და აბონემენტების გაცნობა მომხმარებლებისთვის;
** სალაროსა და ანგარიშსწორებების წარმოება და სისტემაში ასახვა;
** ჯგუფურ ვარჯიშებზე მომხმარებლების ჩაწერა;
** სატელეფონო ზარებზე, სოციალურ ქსელებსა და ონლაინ შეტყობინებებზე პასუხი;
** დარბაზის ყოველდღიური ოპერაციული პროცესების მონიტორინგი;
** კომპანიის შიდა სტანდარტებისა და მომსახურების წესების დაცვა.

პოზიციისთვის აუცილებელი უნარები:

** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** მომხმარებელზე ორიენტირებული და მეგობრული დამოკიდებულება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებში სწორი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი.

პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (Word, Excel);
** ინგლისური ენის საბაზისო / სალაპარაკო დონე;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: ნახევარი
** ცვლადი გრაფიკი (დილის და საღამოს ცვლები);
** ანაზღაურება: 45 ლარი სმენაში (ხელზე ასაღები);
** სამუშაო ადგილი: დიღომი, ამერიკის საელჩოს უკან, "მწვანე ალმასის" კომპლექსი.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** უფასო სავარჯიშო აბონემენტი FORMAT FIT-ში;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სპეციალური ფასდაკლებები კომპანიის სერვისებზე;
** მეგობრული, ენერგიული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად ელ. ფოსტაზე: info@formatfit.ge (სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია