|
დასახელება:
მიმღები განყოფილების ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო Gino Seaside Tbilisi
|
|
გამოქვეყნდა: 23 აპრილი
/ ბოლო ვადა: 23 მაისი
|
"ჯინო ჰოლდინგი" ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორებში. ჰოლდინგის პორტფელი აერთიანებს არაერთ წარმატებულ პროექტს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
კომპანიის პროექტებს შორისაა "Gino Aquapark", ველნესი და სპა, სასტუმროები მცხეთასა და რაბათში, თბილისის პირველი რეზორტული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი "თბილისის ბულვარი", სასტუმრო "GINO Seaside, Trademark Collection by Wyndham", ასევე ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ცენტრალურ ნაწილში.
სასტუმრო "Gino Seaside, Trademark Collection by Wyndham" აცხადებს ვაკანსიას მიმღები განყოფილების ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისის ზღვა, ბეშენოვას 20
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მიღება
** ჯავშნების მართვა და კონტროლი
** სტუმრების საჩივრებისა და პრობლემების ეფექტური გადაწყვეტა
** საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის ზრდა
** ხელმძღვანელობასთან რეგულარული ანგარიშგება
მოთხოვნები:
** სასტუმროს სფეროში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
** ინგლისური ენის ცოდნა
** სასტუმროს მართვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
აუცილებელი უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის და პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
კომპანია გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
** კვებით და დაზღვევით უზრუნველყოფა
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: fom@ginohotels.com და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
|
|
|
|