Робота для біженців з України
მმართველობის, ლოკალიზაც. და პარტნიორობის ექსპერტ-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მმართველობის, ლოკალიზაც. და პარტნიორობის ექსპერტ-კონსულტანტი
მომწოდებელი: Ektimisi
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
მმართველობის, ლოკალიზაციისა და პარტნიორობების ექსპერტი - კონსულტანტი (დისტანციური, პროექტზე დაფუძნებული)

"Ektimisi" არის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის (MENA) რეგიონში დაფუძნებული კვლევისა და განვითარების საკონსულტაციო კომპანია, რომელიც საქმიანობს შეფასებების, კვლევების, მესამე მხარის მონიტორინგის (TPM), და შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით ერაყში, სირიაში, თურქეთში, უკრაინასა და ლიბანში.

ექსპერტთა ბაზისთვის ვეძებთ გამოცდილ კონსულტანტს, რომელსაც აქვს გამოცდილება მმართველობის, ლოკალიზაციისა და პარტნიორობების განვითარებაში, სამომავალო დისტანციური, პროექტებზე დაფუძნებული თანამშრომლობისთვის. პოტენციური თანამშრომლობა დაკავშირებული იქნება მოკლევადიან პროექტებთან. ანაზღაურება განისაზღვრება შესრულებული დავალებების მიხედვით.

ძირითადი მოვალეობები:

** ლიტერატურის მიმოხილვა (desk review);
** კვლევის ინსტრუმენტებისა და ანალიტიკური ჩარჩოების შემუშავება;
** ტექნიკური ანგარიშებისა და პოლიტიკის დოკუმენტების მომზადება;
** ორგანიზაციული და ინსტიტუციური შესაძლებლობების შეფასება;
** საჭიროების შემთხვევაში, ტრენინგების ჩატარება.

მოთხოვნები:

** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მმართველობის, ლოკალიზაციის ან პარტნიორობების სფეროში ჰუმანიტარულ/განვითარების კონტექსტში;
** თანამშრომლობის გამოცდილება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან (INGO), დონორებთან ან გაეროს სააგენტოებთან;
** აუცილებელია MENA რეგიონში (განსაკუთრებით, ერაყში, სირიაში, ლიბანში ან უკრაინაში) მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** შესაბამისი უმაღლესი განათლება.

განაცხადის ბმული: https://forms.gle/4NwKqS75TaSyr6dVA

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განიხილება მხოლოდ ზემოთ მითითებულ ბმულზე ხელმისწვდომი ფორმის მეშვეობით მიღებული განაცხადები.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე