|
დასახელება:
ავტოგასამართი სადგურის ჩამსხმელი-ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
|
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 22 მაისი
|
შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" აცხადებს ვაკანსიას ავტოგასამართი სადგურის ჩამსხმელი-ოპერატორის პოზიციაზე დედოფლისწყაროში.
გრაფიკი: 24 საათიანი ცვლა (ყოველ სამ დღეში ერთხელ).
ანაზღაურება: 590ლ ხელზე ასაღები + 100-150ლ ბონუსი.
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, სწავლის დაფინანსება.
ძირითადი მოვალეობები:
** ავტომობილების საწვავით გამართვა;
** მომხმარებლებისთვის კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება;
** სალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალის ოპერაციების შესრულება;
** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა;
დაინტერესებულმა პირები დაგვიკავშირდით ნომერზე - 577 222 486 ან გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: vacancy@socar.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "ავტოგასამართი სადგურის მოლარე-ოპერატორი - დედოფლისწყარო".
შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:
** თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის;
** შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით;
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე.
|
|
|
|