Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=716172&print=yes&view=jobs
 
შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ელემენტ ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
"ელემენტ ჰოლდინგი" სამშენებლო სექტორის 10-ზე მეტ წარმატებულ წარმომადგენელს აერთიანებს.

შვილობილი კომპანიების რესურსი მოიცავს ინდუსტრიული, ჰიდროტექნიკური თუ სამოქალაქო მშენებლობისთვის საჭირო, როგორც სრულ, ასევე ვიწრო სპეციალიზებულ მიმართულებებს. მათი ნაწილი საერთაშორისო მასშტაბით ოპერირებს.

მსგავსი კომპლექსურობით, "ელემენტ ჰოლდინგი" საქართველოში უპრეცედენტო შესაძლებლობებს ქმნის და დარგის წამყვან წარმომადგენლად მიიჩნევა.

"ელემენტ ჰოლდინგის" წარმატება ინოვაციურ სამშენებლო მიდგომებსა და თანამედროვე მენეჯმენტ სისტემაზეა დაფუძნებული.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://www.elementholding.ge/

"ელემენტ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

შესყიდვების სტრატეგიული და ოპერაციული პროცესების მართვა

** შესყიდვების სრული ციკლის ეფექტური მართვა ISO სტანდარტების შესაბამისად.
** პროექტის საწყის ეტაპზე შესყიდვების გეგმის/გრაფიკის შემუშავება და მისი ხარჯთაღრიცხვასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
** ერთდროულად რამდენიმე შესყიდვის პროცესის ეფექტური მართვა, პრიორიტეტების განსაზღვრა და ვადების მკაცრი კონტროლი.

ხელშეკრულებების მართვა

** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) სრულყოფილი და დროული უზრუნველყოფა.
** ხელშეკრულებების გაფორმებისა და შესრულების პროცესის ეფექტური მონიტორინგი.
** შესყიდვების პროცესების ანალიზი და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
** სხვადასხვა გუნდთან მჭიდრო კომუნიკაცია (იურისტები, ფინანსები, პროექტების დეპარტამენტი, დოკუმენტბრუნვის დეპარტამენტი და სხვა).

ვენდორების მართვა და ბაზრის სტრატეგიული მონიტორინგი.

** ბაზრის მუდმივი კვლევა და ტენდენციების მონიტორინგი.
** არსებული მომწოდებლების შეფასება ფასის, ხარისხისა, მიწოდების ვადებისა და სანდოობის მიხედვით.
** ახალი მომწოდებლების მოძიება და ბაზრის გაფართოება.
** ბაზარზე მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის დროული მიწოდება ხელმძღვანელობისა და ჩართული დეპარტამენტებისთვის.

პროცესების სტრატეგიული მართვა.

** მომწოდებელთან გრძელვადიანი და ეფექტური თანამშრომლობის ჩამოყალიბება.
** ფასთა გამოკითხვის დაგეგმვა და შეთავაზებების შეფასება.
** ტექნიკურ გუნდთან კოორდინაცია შეფასების პროცესში.
** ფასების, მიწოდების ვადებისა და პირობების ეფექტური მოლაპარაკებები.
** მომწოდებელთან წარმოებული საკითხების ეფექტური მართვა.

ლოჯისტიკური პროცესების მართვა

** შესყიდული პროდუქციის სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი
რეპორტინგი და ანალიტიკა
** შესყიდვების რეგულარული რეპორტინგი და ხელმძღვანელთან წარდგენა.
** ბაზრისა და შესრულების ანალიტიკური მონაცემების დამუშავება, KPI-ების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამშენებლო სექტორში სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი
** უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა სასურველია
** MS Office-ის სრულყოფილი ცოდნა აუცილებელია

უნარ-ჩვევები:

** პრეზენტაბელურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** ინიციატურობა;
** დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00-დან 19:00-მდე (დღეში 1 საათი შესვენება);
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იქნება განხილული.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2026 წლის 22 მაისის ჩათვლით. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ელემენტ ჰოლდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ელემენტ ჰოლდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია