Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=716171&print=yes&view=jobs
 
საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 28 აპრილი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს უნივერსიტეტის კანცელარიის საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) საშტატო განრიგით განსაზღვრულ პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად.

უნივერსიტეტის კანცელარიის საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) საშტატო განრიგით განსაზღვრულ პოზიციაზე ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1330 (ათას სამას ოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით), სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

აპლიკანტს მოეთხოვება:

** მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლის გამოცდილება;
** ელექტრონულ ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;

აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:

** კომპიუტერული უნარები;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პიროვნული თვისებები: შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, მოტივირებულობა;

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიის საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) საშტატო განრიგით განსაზღვრულ პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:

ა) უნივერსიტეტიდან გასული/გასაგზავნი დოკუმენტების დამუშავება - რექტორის (მოადგილეების), ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის და თსუ ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების მიღება და შესაბამისი ბლანკის გამოყენებით რეგისტრაცია "edocument"-ის ბაზაში.
ბ) დოკუმენტების ადრესატებისათვის გადაცემის ორგანიზება - "INTERFLOW"-ს სისტემის გამოყენებით; ადრესატის ინფორმირება და დოკუმენტის ხელზე გატანის ან/და ელექტრონულ ფორმატში გადაგზავნის უზრუნველყოფა; დოკუმენტის საფოსტო გზავნილად ფორმირება და საფოსტო გზავნილის კურიერული მომსახურებით უზრუნველყოფა;
გ) საფოსტო გზავნილის კურიერული მომსახურებით უზრუნველყოფის ყოველთვიური და კვარტალური ანგარიშის წარდგენა საფინანსო დეპარტამენტში;
დ) მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეების მიღების ორგანიზაცია და დოკუმენტების მოძრაობისა და შესრულების შესახებ საინფორმაციო მომსახურების გაწევა;
ე) თსუ საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში დოკუმენტების სკანირება, საქმეებად ფორმირება, შესაბამისი ანაწერის შედგენა და საექსპერტო შემფასებელ კომისიაზე საკითხის გატანა;
ვ) თსუ-ს ტიტულოვანი ბლანკების გამოყენების ორგანიზება.
ზ) წარმოადგენს თსუ კანცელარიის მატერიალურად პასუხისმგებელ პირს და ატარებს ინვენტარიზაციას დადგენილ ვადებში;
თ) კანცელარიის უფროსის და საქმისწარმოების განყოფილების უფროსის დავალებით თსუ კანცელარიის უფლებამოსილების ფარგლებში სხვა ფუნქციების შესრულება; ი) კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
კ) საქმიანობის დაგეგმვა და ანგარიშგება;
ლ) შრომის უსაფრთხოების დაცვა;
მ) რიცხული მატერიალური ქონების რაციონალური გამოყენება და დაცვა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);
ვ) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ`;
კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 22 აპრილიდან 2026 წლის 28 აპრილის ჩათვლით 15:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიის საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია)".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია