|
დასახელება:
საცალო ქსელის დირექტორი
|
| მომწოდებელი:
ზოომარტი
|
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 22 მაისი
|
საქართველოში წამყვანი ზოომაღაზიების ქსელი "ზოომარტი" დაარსდა 2014 წელს. კომპანია აერთიანებს საცალო ფილიალებსა და ონლაინ გაყიდვების არხებს, მუშაობს საერთაშორისო ბრენდებთან და მართავს ფართო ასორტიმენტს სხვადასხვა კატეგორიაში. ის არის იმპორტიორი ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიც არის Affinity Petcare (Advance, Brekkies), Nature`s Variety, Champion Petfoods (Acana, Orijen), Josera, Ferplast, KONG, Morando SPA, Versele-laga, Animology, Moderna, Applaws, Canvit, Dorian, Animonda, Antos, Wanpy, Flexi, Catzone, Earth Rated, Inodorina, Oxbow.
კომპანია "ზოომარტი" აცხადებს ვაკანსიას საცალო ქსელის დირექტორის პოზიციაზე.
სამუშაო განრიგი:
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
** სამუშაო საათები: 09:30-18:00;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ნესტან-დარეჯანის N31;
ანაზღაურება: კონკურენტული ანაზღაურება, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
საცალო ქსელის დირექტორის ფუნქციური როლი
Zoomart-ში საცალო ქსელის დირექტორის როლი არის საცალო ქსელის სრულფასოვანი მართვა როგორც დამოუკიდებელი ბიზნესის. ის პასუხისმგებელია ქსელის გაყიდვების გეგმების შესრულებაზე, ფილიალების გამართულ ფუნქციონირებაზე, მერჩენდაიზინგზე, ვიზუალურ სტანდარტებზე, ტექნიკურ გამართულობაზე და რეგიონალური მენეჯერების შედეგიან მართვაზე. მისი მთავარი ამოცანაა, რომ ქსელი იმართებოდეს ერთიანი სტანდარტით, იზრდებოდეს შედეგები და თითოეული ფილიალი მუშაობდეს ეფექტიანად.
მოახდინოს საცალო ქსელში სტანდარტების შექმნა და დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს როგორც რეგიონალური მენეჯერების ასევე ფრონტის სხვა თანამშრომლების განვითარებას და სამუშაო პროცესების გაუმჯობესებას.
საცალო ქსელის დირექტორს უნდა შეეძლოს ძლიერი და პრობლემური ფილიალების სწორად დანახვა და შესაბამისი რეაგირება, როგორც მოგება-ზარალის მიხედვით ასევე საოპერაციო კუთხით.
მისი კოორდინაცით უნდა მოხდეს სატრენინგო აკადემიის პროცესების გამართვა, რათა სწორი ფორმით მოხდეს არსებული კადრების გადამზადება და ახალი თანამშრომლებისათვის პროცესების შესწავლა.
ფუნქციები და მოვალეობები:
** გაყიდვების გეგმების შესრულების მართვა
** ფილიალების ოპერაციული გამართულობის კონტროლი
** რეგიონალური მენეჯერების მართვა და შედეგების კონტროლი
** ფილიალების ეკონომიკის და შედეგების ანალიზი
** მერჩენდაიზინგის და თაროების სტანდარტების მართვა
** ვიზუალური სტანდარტების კონტროლი
** ტექნიკური გამართულობის კონტროლი რეგიონალური მენეჯერების ჩართულობით
** მომსახურების ხარისხის და შესრულების კულტურის კონტროლი
** მენეჯერებისთვის მაჩვენებლების შექმნა და კონტროლი
** ახალი ფილიალების განვითარების მხარდაჭერა
** ანგარიშგება და მენეჯმენტთან წარდგენა
** ყოველთვიური, კვარტლული ანგარიშგება
** ქსელის შედეგების კონსოლიდირებული შეფასება
** მაჩვენებლების გადახრების შეფასება
** რეგიონალური მენეჯერების შეფასება
** წლიური გეგმის მომზადებაში მონაწილეობა
** წლის შედეგების შეფასება
** გუნდის სტრუქტურის და მართვის მოდელის გაუმჯობესება
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მონათესავე სფეროში
** მინიმუმ 5+ წლიანი გამოცდილება მრავალფილიალური საცალო ქსელის მართვის მართვაში, მათ შორის ლიდერულ პოზიციაზე
** სასურველია გამოცდილება საცალო ვაჭრობის (Retail), FMCG ან სწრაფად მზარდ ორგანიზაციაში
** გაყიდვებზე, შედეგებზე და ოპერაციულ მართვაზე რეალური პასუხისმგებლობის გამოცდილება;
** რეგიონალური ან ფილიალის მენეჯერების მართვის გამოცდილება;
** მერჩენდაიზინგის, ვიზუალური სტანდარტების და მომსახურების პროცესების ცოდნა;
** ციფრებში აზროვნების და შედეგების ანალიზის უნარი;
პიროვნული უნარები:
** ანალიტიკური და სტრუქტურული აზროვნება.
** გუნდში მუშაობის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** მენეჯმენტთან ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.
** დამოუკიდებლად მუშაობისა და პრიორიტეტების მართვის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ბიზნესზე ორიენტირებული მიდგომა.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@zoomart.ge. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საცალო ქსელის დირექტორი" - წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ
კანდიდატებთან.
თქვენ მიერ შევსებული ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ანდა რეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა ერთი წელი.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|