|
დასახელება:
საოპერაციო და დოკუმენტაციის მართვის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Silk Cloud
|
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 06 მაისი
|
"Silk Cloud" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო და დოკუმენტაციის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიცია მოიცავს სატენდერო, საკონტრაქტო და შიდა დოკუმენტბრუნვის პროცესების სრულ კოორდინაციას, გაყიდვების დეპარტამენტის ოპერაციულ მხარდაჭერასა და ფინანსურ/იურიდიულ გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობას.
ძირითადი მოვალეობები:
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად
** ფასთა ცხრილების შედგენა და შესაბამისი ფინანსური გათვლების უზრუნველყოფა
** სატენდერო მოთხოვნების შესაბამისად ყველა საჭირო დოკუმენტის მოძიება, ფორმირება და სრულყოფილი წარდგენა
** შიდა დოკუმენტბრუნვის მართვა და კონტროლი
** ფინანსური დეპარტამენტისთვის გარიგებების დოკუმენტაციის მომზადება და დროული მიწოდება
** იურიდიული დეპარტამენტისთვის ხელშეკრულების დასამზადებლად საჭირო დოკუმენტაციის უზრუნველყოფა
** პრისეილებთან და გაყიდვების გუნდთან თანამშრომლობა — საბოლოო შეთავაზებებისა და კონტრაქტების დამუშავება
** შეკვეთების ორდერებისთვის აუცილებელი დოკუმენტების შეგროვება და სისტემატიზაცია
** დოკუმენტაციის სიზუსტისა და სრულყოფილების უზრუნველყოფა
** ვადების მკაცრი კონტროლი და პროცესების ეფექტური მართვა სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაციაში
** გაყიდვების ციკლის, ფაიფლაინის პროგნოზირება (ფორქასთი) და რეპორტინგი დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის
** გაყიდვებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის მომზადება და მიწოდება საჭიროების მიხედვით
მიღება-ჩაბარების პროცესების ადმინისტრირება
** ყოველთვიური მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება, გაფორმება და ფინანსური სამსახურისთვის გადაცემა დადგენილ ვადებში
** ინვოისების შედგენა და გაგზავნა კლიენტებისთვის
** მიღება-ჩაბარების აქტების ადმინისტრირება ერთჯერად პროექტებზე უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით
** ხელმოწერილი დოკუმენტების პაკეტის დროული მიწოდება ფინანსური სამსახურისთვის
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
** უმაღლესი განათლება (ბიზნესი, მენეჯმენტი, ეკონომიკა, ფინანსები ან სამართალი — უპირატესობა)
გამოცდილება:
მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება:
** სატენდერო პროცესებში და/ან
** დოკუმენტაციის მართვაში და/ან
** გაყიდვების ოპერაციულ მხარდაჭერაში
პროფესიული ცოდნა და უნარები:
** სატენდერო და საკონტრაქტო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება
** ფინანსურ და იურიდიულ დოკუმენტებთან მუშაობის პრაქტიკული ცოდნა
** შიდა დოკუმენტბრუნვის პროცესების მართვის უნარი
** ვადების კონტროლისა და მრავალდავალებიანი პროცესების ეფექტურად მართვის უნარი
ტექნიკური უნარები:
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით Excel)
** ERP/CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული კომპეტენციები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნება
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 საათი
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** ანგარიშვალდებულება: გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მითითებულ საკონტაქტო არხზე -
Ketevan.chkhikvishvili@silkcloud.ge
|
|
|
|