Робота для біженців з України
წარმოებაში დამხმარე პერსონალი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოებაში დამხმარე პერსონალი
მომწოდებელი: ემერენ გრუპი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
შპს "ემერენ გრუპი" აწარმოებს ხარისხიან ხილ-ბოსტნის ნაწარმის შეფუთვას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, კომპანიას ასევე აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი რომელიც პროდუქტს ანაწილებს საქართველოს მასშტაბით.

მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

მისამართი: ქ.რუსთავი
სამუშაო განრიგი: 14-დან-23-მდე
ხელფასი: პირველი თვე 1500 ლარი
დასვენება: კვირაში 1 დღე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქტის გადარჩევა ხარისხის მიხედვით
** გადარჩეული პროდუქტის კონტეინერებში მოთავსება
** პროდუქტის აწონვა
** ეტიკეტირების შესრულება
** ყუთების გადაადგილება და განთავსება სამუშაო პროცესის შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობა და დისციპლინა
** გუნდში მუშაობის უნარი
** სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა
** მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე: careermrn@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე