Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: დელივეროუ
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 21 მაისი
კომპანია "დელივეროუ" არის საკურიერო-ლოგისტიკური კომპანია, რომელიც 5 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც მსხვილ კონტრაქტორებთან, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესთან.

"დელივეროუ" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: თბილისი, გურამიშვილის გამზირი;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, სრული განაკვეთი;
ანაზღაურება: პირველი თვე 700 ლარი (გამოსაცდელი პერიოდი), მე-2 თვიდან 1100 ლარი ფიქსირებული;
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 21.05.2026;

ძირითადი ფუქცია-მოვალეობები:

** ტვირთის მიღება;
** ტვირთის სორტირებას უბნრბის და რეგიონების მიხედვით;
** ტვირთის დასტიკერება;
** ცდომილების შემთხვევაში, კონკრეტული ტვირთის საწყობში მიბრუნება;
** უსაფრთხოების, ჰიგიენისა და შიდა ნორმების დაცვა;
** საჭიროების შესაბამისად დოკუმენტაციის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სისწრაფე და მოქნილობა;
** სამუშაო ადგილზე დროულად გამოცხადება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად განაწილების უნარი;

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

** ჩვენი კომპანია გთავაზობთ მუშაობას კომფორტულ და გუნდურ გარემოში.
** ხელფასის ზრდის პერსპექტივა;

შერჩევის ეტაპებია: რეზიუმეების გადარჩევა, ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში 2026 წლის 21 მაისის ჩათვლით გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე კომპანიის ელ.ფოსტაზე hr.deliverow@gmail.com. სათაურის (subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება. საკონტაქტო ტელ: 511722133

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ რომ კომპანია დელივეროუ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე