Робота для біженців з України
საერთაშორისო გადაზიდვების საოპერაციო აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო გადაზიდვების საოპერაციო აგენტი
მომწოდებელი: New Logistics Group
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
"New Logistics Group" LLC აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გადაზიდვების საოპერაციო აგენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პარტნიორ კომპანიებთან და აგენტებთან მჭიდრო ურთიერთობა;
** მიღებული მოთხოვნების დამუშავება და საუკეთესო საფასო შეთავაზებების ფორმირება;
** შეკვეთების სრული ციკლის მართვა;
** საჭირო დოკუმენტაციის ადმინისტრირება და მათი სრულყოფილების უზრუნველყოფა.
** მიმდინარე შეკვეთების კონტროლი და მუდმივი სტატუს რეპორტინგი;
** ახალი პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;
** ხელშეკრულებების გაფორმება/განახლება პარტნიორ ორგანიზაციებთან;
** პროცესების ოპტიმიზაცია.
** მონაცემთა დამუშავება და ანალიტიკური რეპორტების მომზადება.
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი ლოგისტიკის, საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში, საჰაერო, საზღვაო, სარკინიგზო ან/და სახმელეთო გადაზიდვების მიმართულებით;
** საერთაშორისო გადაზიდვის (ცალკეული სახეობის) ყველა საჭირო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება.
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
** MS Office, Windows, MS Excel-ში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** პრობლემის იდენტიფიცირების და მყისიერი რეაგირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიღომი.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან/კომპეტენციიდან.

შემოთავაზებული პირობები:

** სტაბილური სამუშაო გარემო.
** გამოცდილ, პროფესიონალ გუნდთან მუშაობა;
** პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული საკონტაქტო ნომერი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@nlg.com.ge; გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - საერთაშორისო გადაზიდვების საოპერაციო აგენტი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე