|
დასახელება:
სამედიცინო წარმომადგენელი
|
| მომწოდებელი:
Lifeline
|
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 22 მაისი
|
ევროპული ფარმაცევტული კომპანია "Lifeline" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისსა და რეგიონებში (იმერეთი, კახეთი).
სამუშაო განაკვეთი: სრული, 9:00-დან 18:00-მდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
სამედიცინო წარმომადგენლის ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში, აფთიაქებში;
** პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების მომზადება, ორგანიზება და ჩატარება;
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმვა და რაპორტინგი;
** საპრომოციო აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება და დანერგვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის შეგრძნება, კომუნიკაბელურობა;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა, კრეატიულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე.
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად; ზრდადი ანაზღაურება, საბონუსე სისტემა, ჯანმრთელობის დაზღვევა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით (ფოტოსურათის გარეშე თქვენი CV არ განიხილება) შემდეგ ელ-ფოსტაზე: LLine@mail.com 2026 წლის 23 მაისამდე.
|
|
|
|