|
დასახელება:
სამზარეულოს მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Dro Fresh Bar
|
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 22 მაისი
|
Dro Fresh Bar არის ჯანსაღი კვების კონცეფციის ბარი, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ დავნერგოთ ჯანსაღი და ხარისხიანი კვება საქართველოში.
ვაკანსია: სამზარეულოს მენეჯერი
ლოკაცია: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-19:00)
ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და გამოცდილ სამზარეულოს მენეჯერს, რომელიც მართავს კვების წარმოების პროცესს, უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხს, სტანდარტების დაცვას და ოპერაციების გამართულ მუშაობას.
ძირითადი მოვალეობები:
** სამზარეულოს ყოველდღიური პროცესის დაგეგმვა და მართვა
** პროდუქციის ხარისხისა და სტანდარტების კონტროლი
** ნედლეულის მარაგების კონტროლი და დანაკარგების შემცირება
** გუნდის მართვა: თანამშრომლების განაწილება, კონტროლი და შეფასება
** ობიექტზე მიმდინარე ოპერაციების უწყვეტობის უზრუნველყოფა
** ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის ნორმების დაცვა
** პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გადაჭრა
** მენეჯმენტისთვის რეგულარული ანგარიშგების მომზადება-
** პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის Fina პროგრამაში შეყვანა და კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია საწარმოს მიმართულებით)
** კვების წარმოების პროცესების კარგი ცოდნა
** ხარისხის კონტროლის და ჰიგიენური ნორმების ცოდნა
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდის მართვის გამოცდილება
** სწრაფ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი
** პრობლემების გადაჭრის უნარი
** Microsoft Office-ის საბაზისო ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** მეგობრულ და პროფესიულ გუნდს
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: drohealthy@gmail.com
|
|
|
|