Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=716048&print=yes&view=jobs
 
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: კოლორპაკი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
"კოლორ პაკი"- არის ყველაზე დიდი დივერსიფიცირებული პოლიგრაფიული საწარმო რეგიონში. კოლორ ჯგუფის მომსახურების არეალი ფართოა, ვემსახურებით როგორც დიდ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, ასევე მცირე და საშუალო მეწარმეებს.

გამორჩეული და თანამედროვე მიდგომებით ბიზნესში, ვქმნით კონკურენტულ გარემოს და ვისწრაფვით განვითარებისკენ.
როგორც ყველა თანამედროვე ბიზნესისთვის, ჩვენთვისაც პრიორიტეტი ადამიანური რესურსებია, ჩვენთან დასაქმებულ ასობით ადამიანს, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად !
"კოლორ ჯგუფი" გეძებს შენ დიასახლისის პოზიციაზე დღის ცვლაში.

"კოლორ პაკი"-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: http://colorgroup.ge

რისი გაკეთება მოგიწევს?

** ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** ჩაბარებული ობიექტის დროულად და ხარისხიანად დასუფთავება;
** სისუფთავის მუდმივი კონტროლი;
** სამეურნეო საშუალებების რაციონალური გამოყენება;
** ხანძარსაწინააღმდეგო და ტექნიკის და სამუშაოსთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების დაცვა;
** საწარმოში არსებული სურსათის უვნებლობის, ჰიგიენისა და ქცევის წესების ცოდნა/დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო, ან არასრული განათლება;
** მინიმუმ 6 თვიანი სამუშო გამოცდილება წარმოების სფეროში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: დღის ცვლა (08:00-14:00)
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: ეკატერინე ბაღდავაძის #3

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ჰოლდინგის შვილობილი კომპანიების ფასდაკლების ბარათს (მათ შორის: ბიბლუსის, პეპელას, პიატოს, პალიტრა L-ის, პრინტერეას, კრიალას, ფავორიტისა პროდუქციაზე);
** კვების თანადაფინანსება, 50%-იანი;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობას.

დაგვიკავშირდით ნომერზე: 591 047 998

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@colorgroup.ge Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან.

შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@colorgroup.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია