|
დასახელება:
AML ოფიცერი
|
| მომწოდებელი:
ბერმელი
|
|
გამოქვეყნდა: 21 აპრილი
/ ბოლო ვადა: 21 მაისი
|
შპს "მისო ბერმელი / Bermeli" აცხადებს ვაკანსიას aml ოფიცრის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** შიდა პროცესების, პოლიტიკების, დოკუმენტების და პროდუქტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებთან საკანონმდებლო საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა და აქტიური ურთიერთობა ნორმატიულ საკითხებთან მუდმივი შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით;
** საკანონმდებლო ცვლილებებისა და ეროვნული ბანკის რეგულაციების, მისი სიახლეებისა და ცვლილებების გაცნობა და განხორციელება, კომპანიის მუშაობაში დანერგვა;
** საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი ფიზიკური და იურიდიული პირის შესახებ ინფორმაციის დამუშავება, რისკის შეფასება;
** კომპანიის კლიენტის (მათ შორის ერთჯერადი გარიგების დამდები პირის) იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის სათანადოდ შესრულების კონტროლი;
** მომატებული რისკის კლიენტების მიმართ გასატარებელი შესაბამისი CDD/EDD ღონისძიებების გატარება;
** ხელმძღვანელის მითითებული დავალებების შესრულება/წარდგენა, შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის წარდგენა;
** ხელშეკრულების დამოწმება ნოტარიუსთან;
** რეგისტრირებული იპოთეკების გაუქმება დადგენილი წესის შესაბამისად.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სასურველია მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word" და " Microsoft Excel").
პიროვნული თვისებები:
** პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი;
** პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათიანი სამუშაო კვირა.
ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ტრენინგებსა;
** კორპორაციულ ღონისძიებებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bermeli.ge
ეწვიეთ ვებგვერდს პორტალზე: http://www.bermeli.ge
ან პირდაპირ შეავსეთ განაცხადი მითითებულ ბმულზე: https://bermeli.ge/ka/vacancy და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთეთ თქვენი რეზიუმე/CV
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
ან დაგვიკავშირდით: +995 577 79 10 10.
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|