Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=715942&print=yes&view=jobs
 
სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: გალერეა რუმ დიზაინი
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 21 მაისი
"Room Design Gallery & Room Design Studio" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ჩვენს შესახებ

"Room Design" წარმოადგენს პრემიუმ კლასის დიზაინ სტუდიასა და კონცეპტუალურ მულტიბრენდულ შოურუმს, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებმა ისარგებლონ მაღალი კლასის მომსახურებით - გამორჩეულ და კომფორტულ გარემოში, რომლის ძირითადი და უმთავრესი ღირებულებაა - იყოს მომხმარებელზე მორგებული და მუდმივად ზრუნავდეს მომხმარებელზე, შესთავაზოს სიახლეები, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

პოზიციის შესახებ:

ვეძებთ პროფესიულად ძლიერ, კრეატიულ და სტრატეგიულად მოაზროვნე Social Media Manager-ს, რომელიც შეძლებს ჩვენი ბრენდის ციფრული იმიჯის ფორმირებას.
ეს პოზიცია არ არის მხოლოდ პლატფორმების მართვა — ეს არის ბრენდის ისტორიის გადმოცემა, ემოციის შექმნა და დიზაინის ციფრულ ენაზე თარგმნა.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ბრენდის სოციალური მედიის არხების მართვა (Instagram, Facebook, Pinterest, LinkedIn, Behance);
** პრემიუმ სტილის შესაბამისი კონტენტ სტრატეგიის შექმნა და განხორციელება;
** მაღალი ხარისხის ვიზუალური კონტენტის შექმნა (ფოტო / ვიდეო — Reels, Stories, Posts);
** ბრენდის ტონისა და ესთეტიკის თანმიმდევრული შენარჩუნება;
** კონტენტ კალენდრის დაგეგმვა და მართვა;
** საერთაშორისო ტრენდების ანალიზი და ადაპტაცია;
** რეკლამების მართვა და ბრენდის ერთიანი კომუნიკაციის კონტროლი;
** ვებგვერდების ადმინისტრირება, სტრატეგიული კონტენტის განვითარება;
** მარკეტინგული აქტივობების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** რეპორტინგი/ანგარიშგების წარმოება;
** მონაწილეობის მიღება სარეკლამო ღონისძიებებში;
** ბლოგების და თემატური სტატიების პერმანენტულად წერა და (წერის კულტურა) გამოქვეყნება შესაბამისი კრეატიული მარკეტინგული ხერხების გამოყენებით;
** შედეგების ანალიზი და კონტენტის მუდმივი გაუმჯობესება.

კრეატიული და ტექნიკური უნარები:

პოზიცია მოითხოვს კონტენტის შექმნაში აქტიურ ჩართულობას:

** ფოტო და ვიდეო გადაღებისა და დამუშავების ძლიერი უნარები;
** შემდეგი პროგრამების ცოდნა:

- Adobe Photoshop
- Adobe Illustrator
- Adobe Premiere Pro
- After Effects
- CapCut / Canva

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 4-5 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ძლიერი ვიზუალური და ესთეტიკური ხედვა;
** გამართული კომუნიკაციისა და copywriting-ის უნარი (ინგლისური ენა სავალდებულოა);
** გამოცდილება დიზაინის, არქიტექტურის ან პრემიუმ ბრენდებთან (სასურველია).

პიროვნული თვისებები:

** დახვეწილი გემოვნება და დეტალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება;
** ბრენდის აღქმისა და სტილის ბუნებრივი შეგრძნება;
** კრეატიული აზროვნება სტრატეგიულ ხედვასთან ერთად;
** მაღალი პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** იდეების ვიზუალურ ისტორიებად გარდაქმნის უნარი.

დამატებითი უპირატესობა:

** ინტერიერის დიზაინის ან არქიტექტურის სფეროს ცოდნა;
** პრემიუმ / ლუქს სეგმენტთან მუშაობის გამოცდილება;
** AI ინსტრუმენტების გამოყენება კონტენტის შესაქმნელად;
** SEO (Search Engine Optimization) პრინციპების ცოდნა, მათ შორის საკვანძო სიტყვების კვლევა, კონტენტის ოპტიმიზაცია (meta titles, descriptions, headings, alt ტექსტები), Google Search Console-ისა და Google Analytics გამოყენება, ასევე ორგანული ტრაფიკის ანალიზი და კონტენტ სტრატეგიასთან ინტეგრაცია. On და Off-page SEO-ის საფუძვლების ცოდნა.

რას გთავაზობთ:

** კრეატიულ და შთამაგონებელ სამუშაო გარემოს;
** მუშაობას საერთაშორისო პრემიუმ ბრენდებთან;
** მონაწილეობას მაღალი კლასის დიზაინ პროექტებში;
** პროფესიული და კრეატიული განვითარების შესაძლებლობას.

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00.

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება ტესტირება, რის შემდეგაც გაიმართება პირადი გასაუბრება.

გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის მიღების პირობები:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ:

** რეზიუმე (CV) ფოტოსურათით
** სამოტივაციო წერილი

ელექტრონულ მისამართზე: vacancy@roomdesign.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება:
სოციალური მედიის მენეჯერი (Digital / Social Media Manager)

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ:

www.roomdesigngallery.ge
www.roomdesignstudio.ge
https://www.facebook.com/roomdesign.ge/

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია