Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=715941&print=yes&view=jobs
 
სტუდენტური მხარდაჭერისა და პროფორიენტაციის სამს. უფროსი - მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტუდენტური მხარდაჭერისა და პროფორიენტაციის სამს. უფროსი
მომწოდებელი: გეოგლობალ აკადემია
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 20 მაისი
შპს "გეოგლობალ აკადემია" აცხადებს ვაკანსიას
სტუდენტური მხარდაჭერისა და პროფორიენტაციის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: ქ.მარნეული 26 მაისის ქ.#80

ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 20.05.2026

მოვალეობები:

** სტუდენტური მხარდაჭერისა და პროფორიენტაციის სერვისების დაგეგმვა და განვითარება;
** სამსახურის საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
** სტუდენტთა საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი სერვისების დანერგვა;
** კარიერული კონსულტაციისა და პროფორიენტაციის პროცესების ორგანიზება;
** პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
** ანგარიშგებების მომზადება და შედეგების შეფასება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** მენეჯერული და ორგანიზაციული უნარები;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები;

დამატებითი ინფორმაცია:

გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: academygeoglobal@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი ან დაგვიკავშირდით: 591994790

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

შპს "გეოგლობალ აკადემია" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები შპს გეოგლობალ აკადემიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია