|
დასახელება:
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
|
| მომწოდებელი:
გეოგლობალ აკადემია
|
|
გამოქვეყნდა: 21 აპრილი
/ ბოლო ვადა: 21 მაისი
|
შპს "გეოგლობალ აკადემია" აცხადებს ვაკანსიას
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: ქ.მარნეული, 26 მაისის ქ.#80
ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 20.05.2026
ძირითადი მოვალეობები:
** ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
** კომპანიის იმიჯისა და რეპუტაციის მართვა
** მედიასთან ურთიერთობის კოორდინაცია (პრესრელიზები, ინტერვიუები, ბრიფინგები)
** სოციალური მედიისა და კომუნიკაციის არხების მართვა
** კრიზისული კომუნიკაციის დაგეგმვა და მართვა
** საჯარო ღონისძიებების ორგანიზება და კოორდინაცია
** შიდა და გარე კომუნიკაციის ეფექტიანობის უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის, ჟურნალისტიკის, კომუნიკაციების ან მსგავს სფეროში)
** საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები (ქართული და ინგლისური ენები)
** მედიისა და საჯარო კომუნიკაციის პრინციპების ცოდნა
** კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება
** ორგანიზაციული და ანალიტიკური უნარები
დამატებითი ინფორმაცია:
გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: academygeoglobal@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი ან დაგვიკავშირდით 591994790
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!
შპს "გეოგლობალ აკადემია" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები შპს გეოგლობალ აკადემიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
|
|
|
|