Робота для біженців з України
სოციალური მუშაკი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მუშაკი
მომწოდებელი: ფსიქიკური ჯანმრთ. და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 21 მაისი
შპს "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მუშაკის პოზიციაზე.

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სამსახურის სოციალური მუშაკის უფლება-მოვალეობა:

** პაციენტის/ოჯახის კონსულტირება და თანადგომა;
** პაციენტის/ოჯახის ინფორმირება პაციენტის უფლებებში, პაციენტის უფლებების დაცვა;
** პაციენტის სოციალური შეფასება კითხვარის გამოყენებით;
** პაციენტის ინტერვიუირება, პაციენტის/ოჯახის სიტუაციის შეფასება, პრობლემების იდენტიფიცირება, გადაჭრის გზების დასახვა, საჭიროებების განსაზღვრა;
** პაციენტის/ოჯახის ინფორმირება სახელმწიფო და სოციალურ ბენეფიტებში. დახმარება ამ ბენეფიტების მიღებაში;
** პაციენტის პირადი დოკუმენტაციის აღდგენა/მიღებაში დახმარება;
** შემთხვევის მართვა/მონიტორინგი;
** პაციენტის გადამისამართება;
** საჭიროებისას პაციენტის ბინაზე ვიზიტი;
** პაციენტის გასაწერად მომზადება;
** პირველად პაციენტებთან ბინაზე ვიზიტი ამბულატორიული ფსიქიატრიულ სერვისის შეთავაზების მიზნით;
** თავისი კომპენეტციის ფარგლებში რეაბილიტაციური აქტივობის ჩატარება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები განისაზღვრება 10.00 საათიდან 16.00-მდე
** სამუშაოზე მიღება მოხდება გასაუბრებით.

ელფოსტა: hr@mhpa.ge

მისამართი: ქ. ქუთაისი, ჩხობაძის 20
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე