Робота для біженців з України
თვითმფრინავის მტვირთავ/ავტობუსის მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თვითმფრინავის მტვირთავ/ავტობუსის მძღოლი
მომწოდებელი: ტავ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 21 მაისი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - "ტავ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას თვითმფრინავის მტვირთავ/ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა ბ / დ კატეგორია;
** მართვის მოწმობის ქონა ჩაითვლება უპირატესობად;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;

ფუნქცია-მოვალეობები:

** დადგენილი წესების მიხედვით საჰაერო ხომალდიდან ბარგის ჩატვირთვა / ჩამოტვირთვა;
** სარეჟიმო ტერიტორიაზე ავტობუსის/მიკროავტობუსის მართვა მგზავრის/ეკიპაჟის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად;

პირობები და ბენეფიტები:

** სამუშაო გრაფიკი - 12 საათიანი ცვლა (დღე/ღამე)
** ჯანმრთელობის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა
** კვება ცვლაში ერთხელ
** ტრანსპორტირება / ტრანსპორტირების საფასური

იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ სურვილი დასაქმდეთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, მაშინ მოგვაწოდეთ თქვენი ავტობიოგრაფია (CV) მისამართზე: hrge@tav.aero

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებას გაივლიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

პერსონალური მონაცემების შესახებ შეტყობინება:

შპს TAV Georgia-ში პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია განაცხადების მართვა შესაძლო წინასწარი შერჩევისა და შემდგომი თანამშრომლობის მიზნით. ყველა შეგროვებული პერსონალური მონაცემი გამოყენებული იქნება მხოლოდ ამ მიზნით და არავითარ შემთხვევაში არ გადაეცემა მესამე მხარეს, განმცხადებლების თანხმობის გარეშე. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შენახული იქნება კომპანიის მონაცემთა ბაზაში ერთი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე