Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=715904&print=yes&view=jobs
 
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: აუგუსტი
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 21 მაისი
კომპანია "აუგუსტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"აუგუსტი" წარმოადგენს კვების ობიექტს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროდუქციის ხარისხს, სისუფთავესა და პროცესების ეფექტურ მართვას. ჩვენი მიზანია მომხმარებლებისთვის მუდმივად სტაბილური და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა.

პოზიციის აღწერა

ვეძებთ პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს საწყობში მიმდინარე ყველა პროცესის გამართულ მუშაობას — პროდუქციის მიღებიდან მის გაცემამდე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში წესრიგისა და დისციპლინის უზრუნველყოფა
** პროდუქციის მიღების, დასაწყობების და გაცემის პროცესების კონტროლი
** მარაგების ზუსტი აღრიცხვა და ნაშთების მუდმივი მონიტორინგი
** საწყობში არსებული პროდუქციის სწორად განთავსება და მარკირება
** სასაქონლო მოძრაობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა
** ვადების, შენახვის პირობებისა და ხარისხის კონტროლი
** საწყობში უსაფრთხოების და ჰიგიენის ნორმების დაცვა
** ინვენტარიზაციის პროცესებში მონაწილეობა
** ყოველდღიური ნაშთების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი დეპარტამენტებისთვის
** შეკვეთების მომზადება და საჭირო პროდუქციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა
** ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საწყობში მუშაობის გამოცდილება (სასურველია კვების სფეროში)
** საბაზისო კომპიუტერული უნარები (Excel სასურველია)
** გუნდთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

სამუშაო გრაფიკი: სრული (07:00-16:00) შაბათ-კვირა დასვენება
ლოკაცია: თბილისი, ბეჟანიშვილი ქ.4
ანაზღაურება: 1500 ₾

ჩვენ გთავაზობთ:

** სასაწყობე სისტემის შექმნისა და განვითარების შესაძლებლობას
** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** პროდუქტზე ფასდაკლებას 30%
** Fitpass

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: jobs@august.ge. Subject-ში მიუთითეთ: "საწყობის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია