Робота для біженців з України
კონტენტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ მენეჯერი
მომწოდებელი: მეტროპოლ მენეჯმენტ
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
დეველოპერული კომპანია "მეტროპოლ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე

"მეტროპოლ მენეჯმენტი" - https://www.metropol.ge/ არის სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელმაც მომხმარებლის ნდობა ბაზარზე შესვლისთანავე მოიპოვა. კომპანიის არსებობა მნიშვნელოვან ადამიანურ ფასეულობებს ემყარება, შესაბამისად, მიზნად ვისახავთ, ჩვენი შექმნილი პროექტები სრულყოფილად ერგებოდნენ მომხმარებლების ცხოვრების ყველა აუცილებელ სტანდარტს.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვება/ლანჩი
** ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ პაკეტი
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ.
სამუშაო ადგილი - თბილისი, ჭავჭავაძის 29.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კონტენტ სტრატეგიის შექმნა ყველა არხისთვის (სოციალური მედია, ვებგვერდი, პრეზენტაციები, ბეჭდური მასალები);
** კამპანიების საკომუნიკაციო კონცეფციების შემუშავებ;
** სლოგანების, ტექსტების, სტატიებისა და სარეკლამო მესიჯების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** ტექსტური და ვიზუალური კონტენტის იდეების გენერირება (პოსტები, ვიდეო სცენარები, ბანერები, სტორები, ნიუსლეთერები);
** დიზაინერებთან და დიჯიტალ გუნდთან კოორდინაცია ერთიანი კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად;
** არხების მიხედვით ტონის, სტილისა და ვიზუალური მიმართულების განსაზღვრა;
** ვიზუალური მასალების ხარისხის კონტროლი (პოსტები, ბანერები, outdoor, პრეზენტაციები და სხვ.);
** ახალი კონტენტ ფორმატებისა და კრეატიული იდეების ინიცირება;
** ბაზრისა და ვიზუალური ტენდენციების ანალიზი;
** კონტენტ თემების პრიორიტეტიზაცია კამპანიებისა და სეზონურობის მიხედვით;
** ცოდნა ძირითადი დიზაინ ინსტრუმენტების შესახებ (Figma, Canva, Adobe Suite, CapCut);
** ანგარიშგება მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელთან;
** ანგარიშგება მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** მარკეტინგის, კომუნიკაციების ან დაკავშირებულ სფეროში 3+ წლიანი გამოცდილება;
** გამოცდილება კონტენტ მარკეტინგში და ბრენდის კომუნიკაციაში;
** კრეატიული კონცეფციების შექმნის პრაქტიკული გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების გამართული ცოდნა (წერითი და ზეპირი);
** კრეატიული და სტრატეგიული აზროვნება;
** ძლიერი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტიზაციის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და კოორდინაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და ტენდენციების აღქმა;
** კონტენტის შექმნის უნარი.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 აპრილი.

გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@metropol.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "კონტენტ მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე