|
დასახელება:
ფრონტ დესკის სუპერვაიზერი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო
|
|
გამოქვეყნდა: 21 აპრილი
/ ბოლო ვადა: 21 მაისი
|
ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ გუნდის წევრებს ყაზბეგში, დაბა სტეფანწმინდაში მდებარე ახლად გახსნილ სასტუმროში!
პოზიცია: ფრონტ დესკის სუპერვაიზერი
ძირითადი პირობები:
** გრაფიკი: 5/2-ზე, 09:00-18:00;
** ანაზღაურება: 2000 ლარი NET;
ასევე გთავაზობთ:
** კვებით უზრუნველყოფას;
** საჭიროების შემთხვევაში, საცხოვრებლით უზრუნველყოფას ადგილზე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა, სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასტუმროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა. პროგრამა "არიალის" ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
ფუნქცია-მოვალეობები:
** დღის/ღამის ადმინისტრატორების მუშაობის კონტროლი;
** სტუმრის მიღება-განთავსების (Check-in/Check-out) მაღალი სტანდარტების შესრულების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ჩართულობა;
** სტუმრების პრეტენზიებზე დროული რეაგირება და პრობლემების ეფექტურად გადაჭრა;
** სალარო ოპერაციების, გადახდების სიზუსტისა და დღის დახურვის პროცესის კონტროლი;
** დასუფთავების დეპარტამენტის ზედამხედველობა და ოთახების მზადყოფნის კონტროლი დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** სტუმართან ურთიერთობისა და მომსახურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი კომპანიის შიდა სტანდარტების შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში:
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: hr@dntgroup.ge და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ფრონტ დესკის სუპერვაიზერი - ყაზბეგი".
მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|