Робота для біженців з України
კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 21 მაისი
"აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
მიმწოდებელი: შპს აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი (დასვენების დღეები შაბათი/კვირა)
ანაზღაურება: შეთანხმებით

პოზიციის მიმოხილვა: კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიის სტრატეგიული მართვისა და ოპერაციული ხელმძღვანელობის განხორციელებაზე. პოზიცია ითვალისწინებს სასწავლო-კვლევითი პროგრამების განვითარებას/განვითარების ხელშეწყობას, ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის მართვას და პარტნიორებთან სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ვიცე-პრეზიდენტის წინაშე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

სტრატეგიული ხელმძღვანელობა:

** ლაბორატორიის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, უნივერსიტეტის მისიასა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლის სტრატეგიულ მიზნებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა
** ლაბორატორიის წლიური სამოქმედო გეგმებისა და ბიუჯეტის შედგენა, განხორციელების მონიტორინგი და ანგარიშგება ვიცე-პრეზიდენტის წინაშე
** კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო ტენდენციების, მარეგულირებელი სტანდარტებისა და განვითარებადი საფრთხეების სისტემატური ანალიზი; ლაბორატორიის შინაარსის და მეთოდოლოგიის შესაბამისი განახლება

სასწავლო-კვლევითი საქმიანობა:

** კიბერუსაფრთხოების მიმართულებით პრაქტიკული სასწავლო კურსების, ლაბორატორიული სავარჯიშოებისა და სიმულაციური სცენარების შემუშავება და განახლება სტუდენტების კომპეტენციების გასამყარებლად
** სტუდენტებისა და პერსონალის მომზადება კიბერუსაფრთხოების ძირითად სფეროებში: threat detection, incident response, penetration testing და security management
** კვლევითი ინიციატივებისა და პროექტების ხელმძღვანელობა; პუბლიკაციებისა და კვლევითი გრანტების მოძიება და მართვა
** სამეცნიერო-მეთოდოლოგიური ღონისძიებების ორგანიზება — ჰაკათონები, CTF (Capture The Flag) კონკურსები, სიმულაციური წვრთნები

ინფრასტრუქტურის მართვა:

** ლაბორატორიული ტექნიკის, პროგრამული უზრუნველყოფისა და ქსელური ინფრასტრუქტურის შეძენის, ინსტალაციის, შენარჩუნებისა და განახლების ზედამხედველობა
** ლაბორატორიის მოხმარების პოლიტიკის, შიდა პროცედურებისა და უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავება და განხორციელება
** ლაბორატორიაში არსებული მონაცემებისა და სისტემების კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის (CIA triad) უზრუნველყოფა

პარტნიორობა და გარე ჩართულობა:

** ადგილობრივ და საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებთან, სახელმწიფო უწყებებთან და კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციებთან სტრატეგიული პარტნიორობების ჩამოყალიბება
** სტუდენტებისთვის სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების მოძიება ინდუსტრიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით
** კიბერუსაფრთხოების სფეროს პროფესიული ასოციაციებში (ISACA, (ISC)², EC-Council და სხვ.) უნივერსიტეტის წარმომადგენლობა

ადმინისტრაციული მართვა:

** ლაბორატორიის პერსონალის შერჩევა, მომზადება, შეფასება და პროფესიული განვითარება უნივერსიტეტის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით
** ლაბორატორიის ბიუჯეტის შემუშავება და განხორციელების მონიტორინგი ვიცე-პრეზიდენტთან ადმინისტრაციისა და ფინანსების მიმართულებით თანამშრომლობით
** ლაბორატორიის საქმიანობის ანგარიშების, სტატისტიკისა და შეფასებების მომზადება

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება:

** მინიმუმ მაგისტრის ხარისხი კიბერუსაფრთხოების, კომპიუტერული მეცნიერებების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ელექტრო-ინჟინერიის ან მონათესავე სფეროში (სასურველია სამეცნიერო ხარისხი)

პროფესიული გამოცდილება:

** კიბერუსაფრთხოების სფეროში მინიმუმ 5 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება
** სასწავლო ან კვლევითი გარემოს მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

სერტიფიკატები (სასურველია):

** CISSP
** CEH
** CompTIA Security+ / CASP+
** OSCP ან ეკვივალენტური სერტიფიკატები

ტექნიკური კომპეტენციები:

** ქსელური უსაფრთხოების, კრიპტოგრაფიის და ოპერაციული სისტემების ცოდნა
** SIEM, IDS/IPS, firewall, vulnerability management ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება
** Cloud security (AWS/Azure/GCP), endpoint protection, digital forensics
** penetration testing-ის პრაქტიკული გამოცდილება

ენების ცოდნა:

** ქართული ენა — C2 (სავალდებულო)
** ინგლისური ენა — მინიმუმ B2 (სავალდებულო), ტექნიკური და საერთაშორისო კომუნიკაციის უნარით

პიროვნული და ლიდერული კომპეტენციები:

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, კომპლექსური პრობლემების სტრუქტურული გადაჭრის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან
** პროექტების მართვის უნარი
** გუნდის ხელმძღვანელობა და პერსონალის განვითარება
** სწრაფად ცვალებად ტექნოლოგიურ გარემოსთან ადაპტაცია
** ეთიკის მაღალი სტანდარტები და კონფიდენციალურობის დაცვა

განაცხადის წარდგენა:

კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) ელექტრონულ მისამართზე: HR@eastwest.edu.ge

Subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს.

ვაკანსიაზე განაცხადის შემოტანით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კანონმდებლობის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე