Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=715862&print=yes&view=jobs
 
მონაცემთა მართვის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონაცემთა მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: აპარტოტელი ლე პორტ
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 21 მაისი
"რედიქს" ჯგუფის სასტუმრო ბუტიკ აპარტ ჰოტელი "ლე პორტ", რომელიც მდებარეობს ქ. ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

მონაცემთა მართვის მენეჯერის მოვალეობები:

** შესყიდვების დაგეგმვა, კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება
** პროდუქციის მოძიება და შესყიდვა მოთხოვნის შესაბამისად
** ახალი მომწოდებლების მოძიება და პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება
** მონაცემთა ბაზის მართვა, განახლება და მონიტორინგი
** საწყობის ნაშთების კონტროლი და პროდუქციის ანალიზი
** ხარჯების (Cost) კონტროლი და ოპტიმიზაცია
** საბუღალტრო პროცესების მხარდაჭერა: დოკუმენტაციის აღრიცხვა და არქივირება
** დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი
** ყოველდღიური რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელებისთვის მიწოდება

მოთხოვნები:

** მონაცემთა მართვის ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
** FMG პროგრამის ცოდნა (სასურველია)
** სარესტორნო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი დონე

18 წელს ზემოთ კანდიდატებმა, ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება სასტუმრო ბიზნესში - გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე: tako.lukashvili@hgitbilisi.com. გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია