Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=715847&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Hotel Indigo Batumi Old Town
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 21 მაისი
ბათუმში ევროპის მოედანზე მდებარე ისტორიულ შენობაში განთავსებული "Hotel Indigo Batumi Old Town" უნიკალურად აერთიანებს ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას და თანამედროვე სტილს. თუ გიყვართ სტუმართმოყვარეობის სფერო, გსურთ ყოველდღიური გამოწვევებით სავსე დინამიკურ გარემოში მუშაობა და მზად ხართ განივითაროთ თქვენი კარიერა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროში - ეს პოზიცია თქვენთვისაა.

ამჟამად ვეძებთ ენერგიულ და დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატებს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია (Check-in) და გაცილება (Check-out) ბრენდის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით;
** ჯავშნების ეფექტური მართვა და სტუმრებისთვის სასტუმროს სერვისების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმართა მოთხოვნებზე დროული რეაგირება;
** სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა სერვისის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (პრიორიტეტი მიენიჭება ტურიზმის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომსახურების სფეროს);
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ენის ფლობა. დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;გუნდური მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** საერთაშორისო ბრენდის (IHG) სტანდარტებით მუშაობისა და განვითარების გამოცდილებას;
** პროფესიონალურ, მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
** კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობებს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@indigobatumi.com წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, ან მოგვწერეთ პირდაპირ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია