|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
X Company
|
|
გამოქვეყნდა: 21 აპრილი
/ ბოლო ვადა: 21 მაისი
|
ონლაინ გაყიდვების კომპანია "X company" - აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. კომპანია ოპერირებს მრავალპროფილურ მიმართულებაში და მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციას — ელექტრონიკა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საკვები დანამატები და სხვა.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია წერილობით (მესიჯები) და სატელეფონოდ
** შეკვეთების მიღება, დამუშავება და კონსულტაციის გაწევა
** მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება
** გაყიდვების პროცესის სრულად მართვა
** იშვიათ შემთხვევებში — ფიზიკური კომუნიკაცია მომხმარებელთან
სამუშაო პირობები:
** ჰიბრიდული გრაფიკი (ონლაინ + ოფისი)
** სამუშაო დღეები: თვეში 15 დღე (დღეგამოშვებით)
** ოფისში დასწრება: თვეში 10 დღე (10:00-16:00)
** სტანდარტული სამუშაო დღე: 10:00-22:00
ანაზღაურება:
** ფიქსირებული ხელფასი: 1000 ლარი
** ბონუსი: ნავაჭრის 1%
** საშუალო თვიური შემოსავალი: 1300-1500+ ლარი
უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაციის ძლიერი უნარები
** გაყიდვების გამოცდილება (სასურველია)
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და შედეგზე ორიენტაცია
** სწრაფი რეაგირება და მრავალფუნქციურ გარემოში მუშაობის უნარი
თუ გსურს სტაბილური და ზრდაზე ორიენტირებული გარემო, სადაც შენი შედეგი პირდაპირ აისახება შემოსავალზე — ეს პოზიცია შენთვისაა.
გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: academyxgeo@gmail.com
|
|
|
|