Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=715841&print=yes&view=jobs
 
დამწყები მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამწყები მზარეული
მომწოდებელი: BOA Design Studio
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 21 მაისი
"Boa Studio & Café" არის თანამედროვე სივრცე, სადაც ერთიანდება ინტერიერის დიზაინის სტუდია, კონცეფტ სთორი და ჯანსაღი კვების სამზარეულო.

სტუმრებს ვთავაზობთ ბრინჯისა და მარცვლოვანი კულტურის ბაზაზე მომზადებულ კერძებს, ღუმელში გამომცხვარ ქათამს, გამოყვანილ ორაგულსა და კრევეტებს, სხვადასხვა ბოსტნეულთან და დრესინგებთან ერთად.

ასევე ვაცხობთ ნატურალური საფუარით მომზადებულ პურს და ვამზადებთ სენდვიჩებს სხვადასხვა ინგრედიენტებით.
სამზარეულო ღია ტიპისაა, თანამედროვე ბარის პრინციპზე აწყობილი.

გვჭირდება დამწყები მზარეული, რომელიც არამარტო შეასრულებს ქვემოთ ჩამოთვლილ მოვალეობებს, არამედ ექნება ენტერპრენორული უნარები, გახდება ჩვენი გუნდის წევრი და იქნება კრეატიული, ახალი იდეების მოყვარული და გამოწვევებით დაინტერესებული.

ძირითადი მოვალეობები:

** კერძების მომზადება რეცეპტების და სტანდარტების შესაბამისად და არა მხოლოდ
** სტუმრებთან კომუნიკაცია და შეკვეთის მიღება
** პროდუქტის ხარისხის კონტროლი, მათი შენახვა და ჰიგიენური ნორმების დაცვა
** სამუშაო პროცესის ორგანიზება და დროის ეფექტურად მართვა
** მარაგების კონტროლი და საჭირო პროდუქტების დროული მოთხოვნა მომწოდებლებთან კომუნიკაციით
** სამზარეულოს სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
** ახალი კერძების შემუშავებაში მონაწილეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
** საკვების უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა
** კულინარიის კურსის, კოლეჯის და ა.შ. სერტიფიკატი

სამუშაო ადგილი: Radio City, ბარბარე ბაირამაშვილის N3
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად, ფიქსირებული + პრემია

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sopo@boadesign.ge ან დაგვიკავშირდეთ Instagram-ზე: boa.design.studio
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია