Робота для біженців з України
ედვერთაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ედვერთაიზერი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქი"-ში ვეძებთ ედვერთაიზერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია საერთაშორისო ბაზრებზე (Meta, Google Ads);
** ბიუჯეტის სტრატეგიული მართვა და ეფექტიანი განაწილება ROI-ს მაქსიმიზაციისთვის;
** Lead generation funnel-ის მართვა;
** რეკლამების ოპტიმიზაცია და A/B ტესტირება ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად;
** კონვერსიების, CPL/CPA/ROAS მაჩვენებლების ანალიზი და გაუმჯობესება;
** Google Analytics 4, GTM და Meta Ads-ის მონაცემების ინტერპრეტაცია;
** ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი ახალი შესაძლებლობების გამოსავლენად;
** შესრულებული სამუშაოების პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია იგივე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** საერთაშორისო ბაზრებზე რეკლამის მართვის გამოცდილება;
** Meta Ads, Google Ads და GA4-ის სიღრმისეული ცოდნა;
** GTM, Conversion Tracking, Meta Pixel / Conversion API-ის პრაქტიკული გამოცდილება;
** Lead generation და CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 15 მაისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე