Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=715833&print=yes&view=jobs
 
საწყობის კოორდინატორი - ჭიათურა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის კოორდინატორი
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 21 მაისი
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

ILARIA ეძებს საწყობის კოორდინატორს პარტნიორი კომპანიისთვის ჭიათურაში:

** სამუშაო ადგილი: ქალაქი ჭიათურა
** სამუშაო ფორმატი: სრული
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 08:30-17:30
** ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

პოზიციის აღწერა:

საწყობის კოორდინატორი პასუხისმგებელია საწყობში არსებული მატერიალური ფასეულობების მართვის სრულ პროცესზე — მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და სტრუქტურულ ერთეულებზე დროული განაწილება. პოზიცია მოიცავს საწყობის ოპერაციების ეფექტურად ორგანიზებას, დოკუმენტაციის სწორ წარმოებას და ინვენტარიზაციის პროცესების კონტროლს. აღნიშნული როლი მნიშვნელოვანია კომპანიის ლოგისტიკური პროცესების გამართულად ფუნქციონირებისა და რესურსების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველსაყოფად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომწოდებლებისგან შემოსული მატერიალური ფასეულობების მიღება, მითვლა და დასაწყობება;
** მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** პირველადი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** საწყობში არსებული მარაგების პერიოდული ინვენტარიზაცია და უზუსტობების დროული აღმოფხვრა;
** სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნის საფუძველზე მასალების დროული გაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
** სასაწყობე სივრცის ეფექტური და რაციონალური გამოყენება;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშგება და ანალიზის წარდგენა ხელმძღვანელისთვის;
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
** პროცესების გაუმჯობესების მიზნით ინიციატივების წარდგენა;
** ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება გუნდის წევრებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
** საწყობის მართვის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** შრომის უსაფრთხოებისა და საწარმოო ნორმების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების იდენტიფიცირების უნარი;
** პასუხისმგებლიანობა, ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
**  დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge აუცილებელია მიუთითოდ ვაკანსიის დასახელება: "საწყობის კოორდინატორი - ჭიათურა"

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია