Робота для біженців з України
სავაჭრო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ჰორეკა
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 21 მაისი
კომპანია "ჰორეკა" დაარსდა 2008 წელს, რომლის საქმიანობის სფერო არის კორპორატიული ჰიგიენა. კომპანია ახდენს საქართველოში არსებული ბიზნესების პროფესიონალური ჰიგიენური საშუალებებით და სერვისებით უზრუნველყოფას.

უფრო ვრცლად კომპანიის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ლინკს : https://horeca.ge/

შპს "ჰორეკა" ეძებს გუნდის ახალ წევრს სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი);
ანაზღაურება : 1500 ლარი + ბონუსი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების შესწავლა.
** მომხმარებლის შეკვეთების მიღება და შესაბამის მოწყობილობაში გაფორმება, კლიენტთან კომერციული მოლაპარაკებების წარმოება;
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
** ვიზიტების განხორციელება;
** საქმიანი შეხვედრების დაგეგმვა/ორგანიზება;
** პოტენციურ მომხმარებელთან პროდუქციის პრეზენტაცია;
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან;
** გაყიდვების დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
** კლიენტთა ბაზის შედგენა/დამუშავება;
** კლიენტებთან სატელეფონო და ელექტრონული საშუალებით კომუნიკაცია;
** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოება (მიწოდება, კორექტირება, უკან დაბრუნება);
** ყოველდღიური შედეგების წარმოება/სამუშაო პროცესის დაგეგმვა;
** გაყიდვებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა;
** სხვა დავალებების სრულყოფილად შესრულება;

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მართვის მოწმობა B კატეგორია

სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას

** დასაქმებულს ავტომობილით უზრუნველყოფს კომპანია.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: hr@horeca.ge (წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება).

გაცნობებთ, რომ შპს "ჰორეკა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან არაუმეტეს 3 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე