Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=715807&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ორკინი საქართველო
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 21 მაისი
"ორკინი საქართველო" (https://www.orkin.ge) გეპატიჟებათ კარიერის შესაქმნელად კომერციული/სამომხმარებლო მომსახურების ინდუსტრიაში გაყიდვების სპეციალისტი/კონსულტანტის პოზიციაზე — შექმენით ან განაახლეთ რეზიუმე და მიიღეთ გამოცდილება გლობალურ ბრენდებთან და გამოცდილ ინვესტორებთან თანამშრომლობით.

აღნიშნული პოზიცია არ არის მხოლოდ გაყიდვების როლი, არამედ მოიცავს დამკვეთებთან მუდმივ კომუნიკაციას, მათ საჭიროებებზე მორგებულ კონსულტაციას ჰიგიენა-სანიტარიის საკითხებზე, გრძელვადიანი ურთიერთობის განვითარებას და მომსახურების პროცესის პერიოდულ გადამოწმებას.

"ორკინი საქართველო" (https://www.orkin.ge) (შპს სამომხმარებლო მომსახურება) წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International, რომელიც მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში ემსახურება ბიზნესსა და ფიზიკურ პირებს მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია, დეზინსექცია, დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზებული მომსახურება).

https://www.orkinglobal.com/
https://www.orkin.com
https://www.orkin.ge

ანაზღაურება და სხვა დეტალები:

** გრაფიკი: სრული განაკვეთი, სტანდარტული გრაფიკი
** ანაზღაურება/პირობები: ფიქსირებული ანაზღაურება გასაუბრების მიხედვით, გამოცდილებასთან შესაბამისი
** ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს დამატებითი ბენეფიტებით
** საოფისე/სამუშაო მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N71
** სამუშაო მოითხოვს ქალაქის მასშტაბით მოძრაობას/გადაადგილებას

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** პროსპექტინგის წარმოება, პოტენციური კლიენტების მოძიება, იდენტიფიცირება და მათთან პირველადი კონტაქტის დამყარება
** პოტენციურ დამკვეთებთან კონტაქტზე გასვლა და შეხვედრების დაგეგმვა (სასურველია დღეში 2 შეხვედრა)
** გაყიდვებისთვის ბაზის (დამკვეთების, მისამართების, კონტაქტების) და განრიგის პერიოდული წარმოება და განახლება (თვე, კვირა, დღე)
** ყოველდღიურად პოტენციურ დამკვეთებთან დაკავშირების მცდელობები (შეხვედრა, ელ-ფოსტა, სატელეფონო ზარი)
** შეთავაზებების მომზადება, მონიტორინგი, follow up, შეხსენება, პასუხების მიღება და პროცესის დასრულებამდე მიყვანა
** პოტენციური კლიენტის ობიექტების შესწავლა, დათვალიერება, დოკუმენტირება, განფასება, შეთავაზების მომზადება, კონტრაქტის მომზადება და ხელმოწერამდე მიყვანა
** კლიენტთან ზეპირი და წერილობითი კონსულტაცია და კორესპონდენცია
** დამკვეთებისთვის დოკუმენტების მომზადება
** საჭირო სტატისტიკის და ტრენდების წარმოება და გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელთან და გენერალურ მენეჯერთან განხილვა
** ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიღება და დამუშავება
** დებიტორულ დავალიანებებზე თვეში ერთხელ მუშაობა
** არსებული დამკვეთების/მომხმარებლის პერიოდული შეხვედრა ადგილზე მომსახურების გადამოწმების მიზნით

სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია საწყისი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში ან დამკვეთთან/მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში
** აუცილებელია ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის სათანადო უნარი
** სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, დასაქმებულს დასჭირდება ავტომობილი. განიხილება შემდეგი ალტერნატივები:
** საკუთარი ავტომობილის გამოყენება — დამსაქმებელი ანაზღაურებს საწვავის ხარჯს და ცვეთა/ექსპლუატაციის ნორმატივს
** კომპანიის ავტომობილი — სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობა და შესაბამისი მართვის გამოცდილება

პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია:

** ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია
** პედანტი, ყურადღებიანი და ორგანიზებული უნდა იყოს საბუთებთან, ადამიანებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში
** უნდა შეეძლოს გუნდური მუშაობა, კონფლიქტების მართვა და ორგანიზაციის/ბრენდის მხარდაჭერა
** უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი და დისციპლინით შეასრულოს დავალებები
** უნდა ჰქონდეს ინტერესი მომსახურების სფეროსა და ადამიანებთან ურთიერთობის მიმართ
** უნდა შეეძლოს ახალ დარგთან ადაპტაცია, სწავლა და განვითარება ყოველდღიურად
** თვით-მოტივაცია, პასუხისმგებლობა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** უნდა შეეძლოს შენიშვნის მიღება და ნამუშევრის გაუმჯობესება
** ინიციატივა, დროის მართვა და დავალებების ვადებში შესრულება
** დეტალებზე ორიენტირებულობა და რუტინულ სამუშაოებთან გამკლავების უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: mariami.zakaidze@orkin.ge.

გთხოვთ, subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია