|
დასახელება:
მოსმენის ცენტრის პროექტის სოციალური მუშაკი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს კარიტასი
|
|
გამოქვეყნდა: 21 აპრილი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას "მოსმენის ცენტრის" პროექტის სოციალური მუშაკის თანამდებობაზე.
პროგრამა/პროექტი: სოციალური დაცვის პროგრამა
დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის
ხანგრძლივობა: უვადო, სამთვიანი გამოსაცდელი ვადით;
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდუბე, თ. ერისთავის #23
ანაზღაურება: 1600-1700 ლარი
პროგრამის შინაარსი:
პროგრამის მიზანია, მოწყვლადი მოსახლეობის სოციალური დახმარება და საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილება, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ღირსების დაცვა.
სამუშაო მიზანი:
"მოსმენის ცენტრის" პროექტის სოციალური მუშაკი პასუხისმგებელია განახორციელოს პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები დროულად და ეფექტურად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბენეფიციარების მიღება, გასაუბრების ჩატარება, მათი საჭიროებებისა და პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** ბენეფიციართა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
** ელექტრონული მონაცემთა ბაზების, შესაბამისი დოკუმენტაციისა და ანკეტების შევსება და მართვა;
** ბენეფიციართა მხარდაჭერა სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში;
** შუამავლობა ბენეფიციარებსა და სახელმწიფო/არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის;
** ბენეფიციართათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური სერვისების მიღების ხელშეწყობა;
** საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარების საცხოვრებელ ადგილზე ან შესაბამის დაწესებულებებში ვიზიტების განხორციელება;
** საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარის თანხლება შესაბამის სოციალურ, სამედიცინო ან ადმინისტრაციულ სერვისებში;
** ბენეფიციართა საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა განხორციელებული აქტივობების მეშვეობით;
** პროგრამის მენეჯერისა და პროექტის კოორდინატორის მხარდაჭერა პროექტის აქტივობების განხორციელებაში;
** მოხალისეებისა და პრაქტიკანტების მხარდაჭერა და მათი საქმიანობის განვითარებაში ხელშეწყობა;
** სოციალური სფეროში მიმდინარე ცვლილებების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება პროექტის თანამშრომლებისთვის;
** პროგრამის მენეჯერისთვის პოტენციური პრობლემების დროული გაცნობა და მათი გადაჭრის რეკომენდაციების შეთავაზება;
** პროექტის კოორდინატორისთვის განხორციელებული საქმიანობის შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება და წარდგენა;
** საქმიანობის განხორციელება კარიტასის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების შესაბამისად;
** პროგრამის გუნდის აქტიური წევრობა და თანამშრომლობა;
** პროგრამისა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებში რეგულარული მონაწილეობა და პროექტის განვითარებაში ჩართულობა;
განათლება, გამოცდილება, უნარები:
აუცილებელია:
** მაღლესი განათლება: ბაკალავრის ან/და მაგისტრის ხარისხი სოციალურ მუშაობაში;
** სოციალურ მუშაკად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება;
** სოციალური მუშაობის პროფესიული ეთიკის სტანდარტის დაცვა;
** ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ვერბალური და წერილობითი);
პიროვნული მახასიათებლები:
აუცილებელია:
** გუნდური მუშაობის უნარები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა
** ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი თანადგომისა და ემპათიის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს შეუძლიათ გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი და CV ელ. მისამართზე: Listening.center.tbilisi@caritas.ge. გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: "მოსმენის ცენტრის" პროექტის სოციალური მუშაკის ვაკანსია.
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების შემოტანის პერიოდის დასრულების შემდეგ.
ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის შიგნით:
განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 07.04.2026
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 14.04.2026
ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის გარეთ:
განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 14.04.2026
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 30.04.2026
ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.caritas.ge/; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial/;
|
|
|
|