|
დასახელება:
მარაგების მართვის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Glass Work
|
|
გამოქვეყნდა: 21 აპრილი
/ ბოლო ვადა: 21 მაისი
|
კომპანია "Glass Work" წარმოადგენს ყველაზე დიდ მინის საწარმოს საქართველოში, რომლის საწარმო ფართი 32000 კვ.მ-ზეა განთავსებული. "Glass Work"-ის საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სპეც-ტექნიკით, ხოლო მაღალკვალიფიცირებული პერსონალი, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.
კომპანია "Glass Work" აცხადებს ვაკანსიას მარაგების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზ. 50 (ქვემო ფონიჭალა)
სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 სთ.
განაკვეთი: სრული
ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველდღიური გეგმიური და არაგეგმიური ინვენტარიზაცია;
** ნაშთების მონიტორინგი;
** ლოჯისტიკასა და საწყობთან ეფექტიანი თანამშრომლობა მარაგების შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად;
** შესაბამისი შიდა დოკუმენტაციის მომზადება;
** დადგენილი პერიოდულობით რეპორტების მომზადება.
პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდურობა;
** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან შესაბამისი მიმართულებით (სასურველია);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (სასურველია).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@glasswork.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|