|
დასახელება:
ემბრიოლოგის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
რეპროარტი
|
|
გამოქვეყნდა: 21 აპრილი
/ ბოლო ვადა: 25 მაისი
|
შპს "ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი" აცხადებს ვაკანსიას ემბრიოლოგის ასისტენტის (Entry-level) პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. #23
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00; შაბათი: 09:30-15:00
პოზიციის აღწერა:
ემბრიოლოგიის ლაბორატორიის მიმდინარე პროცესებში მონაწილეობა — უფროსი ემბრიოლოგების მხარდაჭერა IVF პროცედურების განხორციელებაში, ლაბორატორიული პროტოკოლების დაცვა, ხარისხის კონტროლის პროცესებში მონაწილეობა, მონაცემთა აღრიცხვა და გუნდთან კოორდინაცია.
ძირითადი მოვალეობები:
** ემბრიოლოგიის ლაბორატორიაში მიმდინარე ყველა პროცესში მონაწილეობა, უფროსი ემბრიოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ.
** ლაბორატორიული ჟურნალების წარმოება და მონაცემთა აღრიცხვა ელექტრონულ პროგრამაში.
** ინვენტარიზაცია: ლაბორატორიული სახარჯი მასალების ნაშთების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მათი შევსების უზრუნველყოფა.
** ლაბორატორიული პროცესების ტექნიკური მხარდაჭერა (მომზადება/ორგანიზება);
** ხარისხის კონტროლში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი ბიოლოგიის ან მედიცინის მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო;
** ინგლისური ენის ფლობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** სწავლისა და განვითარების მაღალი მოტივაცია.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამუშაო გარემოს;
** კვალიფიციურ გუნდთან თანამშრომლობას და პროფესიული უნარების გაღრმავების შესაძლებლობას.
** სრულფასოვან ტრენინგს და პროფესიულ განვითარებას ემბრიოლოგიის სფეროში.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: m.kozmanashvili@reproart.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 25 მაისი, 2026 წელი
Subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|