|
დასახელება:
ემბრიოლოგიის ლაბორატორიის ადმინისტრაციული ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
რეპროარტი
|
|
გამოქვეყნდა: 21 აპრილი
/ ბოლო ვადა: 25 მაისი
|
შპს "ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი" აცხადებს ვაკანსიას ემბრიოლოგიის ლაბორატორიის ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. #23
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00; შაბათი: 09:30-15:00
პოზიციის აღწერა:
ემბრიოლოგიის ლაბორატორიის ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა — დოკუმენტაციის მართვა, მონაცემების ორგანიზება, კომუნიკაციის უზრუნველყოფა და სამუშაო პროცესების ადმინისტრაციული კოორდინაცია.
ძირითადი მოვალეობები:
** ლაბორატორიის დოკუმენტაციის მართვა და მოწესრიგება;
** დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომუნიკაცია თანამშრომლებთან და პარტნიორებთან.
** სამუშაო პროცესის ადმინისტრაციული მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ფლობა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სამედიცინო განათლება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამუშაო გარემოს;
** კვალიფიციურ გუნდთან თანამშრომლობას და პროფესიული უნარების გაღრმავების შესაძლებლობას.
** ლაბორატორიული ადმინისტრაციული პროცესების პრაქტიკული გამოცდილების მიღებას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: m.kozmanashvili@reproart.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 25 მაისი, 2026 წელი
Subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|