|
დასახელება:
ანდროლოგი
|
| მომწოდებელი:
რეპროარტი
|
|
გამოქვეყნდა: 21 აპრილი
/ ბოლო ვადა: 25 მაისი
|
შპს "ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი" აცხადებს ვაკანსიას ანდროლოგის (დამწყები / გამოცდილი) პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. #23
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00; შაბათი: 09:30-15:00
პოზიციის აღწერა:
ანდროლოგიური ლაბორატორიის პროცესებში მონაწილეობა — სპერმის დიაგნოსტიკური და დამუშავების პროცედურების განხორციელება, ლაბორატორიული პროტოკოლების დაცვა, ხარისხის კონტროლის პროცესებში ჩართულობა, მონაცემთა აღრიცხვა და გუნდთან კოორდინაცია.
ძირითადი მოვალეობები:
** ანდროლოგიური ანალიზებისა და პროცედურების შესრულება - სპერმის ანალიზი, სპერმის გაყინვა, სპერმის დნმ-ის ფრაგმენტაციის განსაზღვრა, სპერმის დამუშავება ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის და საშვილოსნოს შიდა ინსემინაციისთვის; მიკროქირურგიული ოპერაციის შემდგომ ბიოფტატში სპერმატოზოიდების მოძიება.
** დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომუნიკაცია თანამშრომლებთან და პარტნიორებთან.
** ლაბორატორიული აპარატურის გამართული მუშაობის მონიტორინგი.
** ინვენტარიზაცია: ლაბორატორიული სახარჯი მასალების ნაშთების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მათი შევსების უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი ბიოლოგიის ან მედიცინის მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო (კლინიკა უზრუნველყოფს სწავლებას);
** ინგლისური ენის ფლობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამუშაო გარემოს;
** კვალიფიციურ გუნდთან თანამშრომლობას და პროფესიული უნარების გაღრმავების შესაძლებლობას.
** სრულფასოვან ტრენინგს და პროფესიულ განვითარებას ანდროლოგიის სფეროში.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: m.kozmanashvili@reproart.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 25 მაისი, 2026 წელი
Subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|