|
დასახელება:
კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
მედანე
|
|
გამოქვეყნდა: 21 აპრილი
/ ბოლო ვადა: 21 მაისი
|
კომპანია "მედანე" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: კონსულტანტი სტენდზე.
კომპანიის შესახებ:
"მედანე" დანებისა და EDC აქსესუარების მაღაზიათა ქსელია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სალაშქრო, საკოლექციო და სამზარეულოს დანებს, ასევე სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობას და აქსესუარებს.
ძირითადი მოვალეობები:
** სტენდზე არსებული პროდუქციის პრეზენტაცია და აქტიური გაყიდვა
** მომხმარებლის კონსულტაცია და სწორ პროდუქტზე ორიენტირება
** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა და ცოდნა
** დისციპლინის დაცვა და მენეჯერის მითითებების შესრულება
** საჭიროების შემთხვევაში, მუშაობა ორივე ფილიალში (როტაციის ფორმატში)
სამუშაო გრაფიკი:
** კვირაში 4 ან 5 სამუშაო დღე
** დღეში 6 საათი:
** პირველი ცვლა: 10:00-16:00
** მეორე ცვლა: 16:00-22:00
სამუშაო ადგილი - სავაჭრო ცენტრის შიდა სტენდზე (სითი მოლი გლდანი)
ანაზღაურება:
** ფიქსირებული: 40 ლარი დღეში
** ბონუსი: გაყიდვებზე დაფუძნებული სისტემით - საშუალოდ 100-200 ლარი
მოთხოვნები:
** სტაბილური და პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ
** გაყიდვებში ან მომხმარებელთან კომუნიკაციაში გამოცდილება მისასალმებელია
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და მოტივაცია
** ხანგრძლივი და სტაბილური თანამშრომლობის სურვილი (არ განიხილება 6 თვეზე ნაკლები პერიოდით თანამშრომლობა)
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Info@medane.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კონსულტანტის ვაკანსია - მედანე".
|
|
|
|