Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=715785&print=yes&view=jobs
 
უფროსი ემბრიოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი ემბრიოლოგი
მომწოდებელი: რეპროარტი
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
შპს "ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ემბრიოლოგის (Fully Trained) პოზიციაზე.

ვაკანტური პოზიცია: უფროსი ემბრიოლოგი (Fully Trained)
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. #23
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00;
(კანდიდატს უნდა ჰქონდეს იმის მზაობა, რომ საჭიროების შემთხვევაში იმუშავებს შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე)

პოზიციის აღწერა:

ემბრიოლოგიის ლაბორატორიის სრული ციკლის მართვა — IVF პროცესების განხორციელება, ლაბორატორიული პროტოკოლების დაცვა, ხარისხის კონტროლი, მონაცემთა აღრიცხვა და გუნდის კოორდინაცია.

ძირითადი მოვალეობები:

** ემბრიოლოგიის ლაბორატორიის სრული ციკლის მართვა: ხსნარების მომზადება, კვერცხუჯრედის ასპირაცია, მომწიფების ხარისხის განსაზღვრა, ინსემინაცია: სტანდარტული, ICSI, განაყოფიერების შემოწმება, კვერცხუჯრედის, ემბრიონის და სპერმის გაყინვა/გალღობა. ემბრიონის კულტივაცია, ემბრიონის ბიოფსია, ემბრიონის ზონის დარღვევა, ემბრიონის გადატანა. სპერმის ანალიზი, დამუშავება ინსემინაციისა და ინ ვიტრო განაყოფიერებისათვის.
** მიკროქირურგიული ოპერაციის შემდგომ ბიოფტატში სპერმატოზოიდების მოძიება.
** ლაბორატორიული ჟურნალების წარმოება და მონაცემთა აღრიცხვა ელექტრონულ პროგრამაში.
** ლაბორატორიული პროტოკოლების შექმნა, ზედმიწევნით შესრულება და კონტროლი;
** უმცროსი კადრების ზედამხედველობა და კონსულტირება.
** ხარისხის კონტროლი. სტატისტიკის წარმოება;
** დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომუნიკაცია თანამშრომლებთან და პარტნიორებთან.
** ინვენტარიზაცია: ლაბორატორიული სახარჯი მასალების ნაშთების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მათი შევსების უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ემბრიოლოგიის ლაბორატორიაში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
** ბაკალავრის ხარისხი ბიოლოგიის ან მედიცინის მიმართულებით;
** ინგლისური ენის ფლობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამუშაო გარემოს;
** მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილებას;
** კვალიფიციურ გუნდთან თანამშრომლობას და პროფესიული უნარების გაღრმავების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: m.kozmanashvili@reproart.ge

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 25 მაისი, 2026 წელი

Subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია